თათუხაშვილის საქმე - გახდება თუ არა ახალი მტკიცებულებები საქმის ხელახალი გამოძიების საფუძველი

29.03.24 11:50
თათუხაშვილის საქმე - გახდება თუ არა ახალი მტკიცებულებები საქმის ხელახალი გამოძიების საფუძველი

თათუხაშვილის საქმე - ოჯახი გენერალურ პროკურატურას საჩივრით მიმართავენ. შალვა თათუხაშილის უფლებადამცველებს ხელში აქვთ ახალი მტკიცებულებები, რომელიც შესაძლოა, გამოძიების ხელახლა დაწყების საფუძველი გახდეს. ოჯახმა, დამოუკიდებელი მოკვლევა და ექსერტიზა ჩაატარა. 

ადვოკატი შალვა თუთბერიძე, რომ საქმე შესაძლოა, არა უბრალოდ გარდაცვალების შემთხვევასთან, არამედ, შესაძლო წამებასთან და არაადამიანურ მოპყრობასთან გვქონდეს.

 ის ინდიკატორები, ის შედეგები რაც გამოძიების ფარგლებში პროკურატურამ გაასაჯაროვა, ამ ექსპერტიზის დასკვნის თანახმად დგება ეჭვქვეშ, მათ შორის ალკოჰოლის შემცველობა სისხლში, ყურადღებაა გამახვილებული იმაზე, რომ მაიორ თათუხაშვილს ჰქონდა სხეულზე მნიშვნელოვანი დაზიანებები მიყენებული და ამ დაზიანებების ხარისხი, ადგილმდებარეობა და მიყენების მექანიზმები აჩენს ეჭვს იმასთან დაკავშირებით, ხომ არ განხორციელდა მის მიმართ წამება ან არაადამიანური მოპყრობა.

ახალი ექსპერტიზა მიმდინარე წლის 21 მარტს დასრულდა. ჩვენი მთავარი მოთხოვნა ამ ეტაპზე არის ის, რომ საქართველოს მთავარმა პროკურატურამ გააუქმოს გადაწყვეტილება გამოძიების შეწყვეტის შესახებ", - ამბობს თუთბერიძე.

საქმე წლების წინ მომხდარ სავარაუდო დანაშაულს ეხება. გენერალი თათუხაშილი ამტკიცებდა, რომ ე.წ. ნავთლუღის სპეცოპერაციის საქმეზე მოწმის სახით დაკითხული მისი შვილი გამოძიების მხრიდან ზეწოლის მსხვერპლი იყო.

მსგავსი სიახლეები