"საქართველოს ხელისუფლება ანტიპუტინისტ აქტივისტებს ავიწროებს" - "ემიგრაცია მოქმედებისთვის" დამფუძნებელი
"პირველები" "ემიგრაცია მოქმედებისთვის" დამფუძნებელს ესაუბრა, რომლის თანადამფუძნებელიც იგორ მიგლანი ქართველმა მესაზღვრეებმა ქვეყანაში არ შემოუშვეს. ევგენი ლაიმანი მომხდარის შესახებ ყვება. მისი თქმით, რუსი ქტივისტი მესაზღვრეებმა ერთი დღის განმავლობაში დააყოვნეს, რის შემდეგაც ის ჯერ სტამბულში დაარეპორტეს, იქიდან კი ჰანოვერში დააბრუნებენ.
ლაიმანი პირდაპირ ამბობს, რომ საქართველოს ხელისუფლება მათ ანტიპუტინისტური განწყობების გამო ავიწროებს.
ის თბილისის აეროპორტში 28 მარტს ჩამოვიდა. მესაზღვრეებმა ის სასაზღვრო კონტროლზე გააჩერეს და უთხრეს, რომ გადაწყვეტილებას უნდა დალოდებოდა და მოხდდა მოუწევდა. დაახლოებით 7 საათი ელოდა. თითქმის ერთდღიანი ლოდინის შემდეგ კი დღეს შემატყობინა, რომ სტამბულში დაადეპორტეს და უკან, ჰანოვერში დააბრუნებენ. ჩვენი ორგანიზაცია სრულად ჰუმანიტარული მიზნებით შეიქმნა და აქტივისტებიც ამ ჰუმანიტარული მიზნების გარშემო მუშაობენ, თუმცა ჩვენ ვიზიარებთ, რა თქმა უნდა, ანტიპუტინისტურ შეხედულებებს, ამიტომ ვფიქრობ, რომ იგორის საქართველოში არშემოშვების მიზეზიც სწორედ ეს არის, - ამბობს ლაიმანი.
ორგანიზაციამ "ემიგრაცია მოქმედებისთვის", ჯამში, დახმარება 8 ათას უკრაინელ ლტოლვილს გაუწია. ხალხს მედიკამენტებით ამარაგებდნენ და ეს იყო მათი საქმიანობის მთავარი მიზანი.
ჩვენი ორგანზაცია 2022 წლის აპრილში დაფუძნდა ომის დაწყების შემდეგ. ჩვენ ვმუშაობთ უკრაინელ ლტოლვილებთან, რომლებიც საქართველოში იმყოფებიან. მათ ვეხმარებით მედიკამენტებით და ვაწვდით ყველანაირ ინფორმაციას ჯანდაცვის სერვისებზე. 2 წლის განმავლობაში ჩვენ 8 ათასზე მეტ ადამიანს დავეხმარეთ. საქართველოში ძალიან ბევრი უკრაინელი ლტოლვილია, დაახლოებით 24 ათასი, მათ ძალია უჭირთ. ჩვენი ხელმძღვანელის საქართველოში არშემოშვება ადასტურებს ტრენდს, რომელიც საქართველოშია, რომ მიდის შევიწროება ანტიპუტინისტური და ომის მოწინააღმეგე აქტივისტების , - ამბობს ლაიმანი.