ე.წ. ქოლ-ცენტრების საქმის ფიგურანტმა სასამართლოზე დუმილი დაარღვია - ორივე დაკავებული მოსამართლემ პატიმრობაში გაუშვა
ე.წ. ქოლ-ცენტრების სავარაუდო თაღლითური ქსელი ვარკეთილიდან ავსტრალიაში - ორივე დაკავებული მოსამართლემ პატიმრობაში გაუშვა.
როგორ ძარცვავდენ ე.წ. ქოლ-ცენტრების საქმის ფიგურანტები ავტრალიის მოქალაქეს? დაკავებულების სასამართლო პროცესზე გაირკვა, რომ ბრალდებულებმა 340-მდე ლარი სხვა ქვეყნის მოქალაქისგან ორი პერსონალური კომპიუტერის დახმარებით ვარკეთილიდან მიითვისეს.
სასამართლო პროცესზე გამომძიებლისგან გაირკვა, რომ დაკავებული ორივე პირის მიმართ 2 წლის განმავლობაში მიმდინარეობდა თვალთვალი, დაყადაღებული იყო მათ ანგარიშები, უძრავი ქონება. ასევე დაკავებულებს მანამდე ოფისიც ჰქონდათ, თუმცა სპეცოპერაციის შემდეგ დაულუქეს. საუბარია, ყიფშიძის ქუჩაზე მყოფ ოფისზე. სწორედ ამის შემდეგ განაგრძეს მოქალაქების ძარცვა სახლებიდან.
ორიდან დუმილი სასამართლო სხდომაზე მხოლოდ ერთმა, ზურაბ ლეშქაშელმა დაარღვია, რომელიც ამტკიცებდა რომ არც დანაშაული ჩაუდენია და არც საეჭვო ანგარიშის შესახებ იცის რაიმე.
მისი თქმით, ანგარიშები, რომელიც დაყადაღებულია და დევს საქმეში, მას არ ეკუთვნის.
პროკურორმა საუბარი დაიწყო იმით, რომ თითქოს ჩემს კუთვნილ საფულეზე გადმოირიცხა ეს ფული, რაც არის აბსოლუტური ტყუილი. იმიტომ, რომ მე დღესაც არ გამაჩნია ჩემს სახელზე არსებული კრიპტო-საფულე. არასდროს არ მქონია", - თქვა ბრალდებულმა.
საწინააღმდეგოს ამტკიცებს ბრალდების მხარე. პროკურორი ასევე საუბრობს ავსტრალიელ პენსიონერზეც, რომლის ჩვენებაც დევს საქმეში. მისი თქმით, კრისტოფერ ფლამენი ბრალდებულებმა დაარწმუნეს, რომ სარგებელს მიიღება, შემდეგ კი დიდძალი თანხა მოტყუებით გამოსძალეს.
საქმეში არსებულ ელექტრონულ საფულეებზე, სადაც ფიგურირებდა რამდენიმე მილიონი ამერიკული დოლარის ბრუნვა, წარმოადგენდა ბრალდებულის კუთვნილ საფულეებს და სავარაუდოდ, აღნიშნულ საფულეებზე ირიცხებოდა დაზარალებულის კუთვნილი თანხები, რასაც ისინი თაღლითურად ეუფლებოდნენ. არსებოდა პიროვნება, ამ შემთხვევაში ავსტრალიის მოქალაქე კრისტოფერ ფლამენი, რომელსაც მიადგა ქონებრივი ზიანი და შემდეგ უკვე მასთან დამყარდა შესაბამისი ურთიერთობა. ის გამოკითხულია დისტანციური წესით. დაარწმუნეს, რომ ის მიიღებდა სარგებელს", - განაცხადა პროკურორმა.
რაც შეეხება დაცვის მხარეს, ლეშქაშელის ადვოკატი ამბობს, რომ ავსტრალიელი პენსიონერის გამოკითხვა კითხვებს აჩენს, რადგან ის ვათსაფითა ჩაწერილი და არც გამოსახულება ჩანს და არც მისი იდენფიცირების დადგენაა შესაძლებელი.
საქმეში არის პატაკი ფინანსური პოლიციის და იმ პატაკზე არის აგებული საქმე, რომელიც არის სრულიად აბსურდული. ავსტრალიელი კაციშვილმა არ იცის ვინ არის და დაკითხულია ვათსაფით, არც მისი გამოსახულება არის, არც დემოგრაფიული მონაცემები. კიდევე რთხელ ვიმეორებ, ეს არის მოქმედი ხელისუფლების კომპრომეტირებისთვის გათვლილი. რომელიღაც საიტიდან ამოვიღეთ კრიპტოვალუტაზე პერსონალური მონაცემებიო, რაც არის სრული აბსურდი და სისულელე. ვინც ეს საქმე წამოიწყო, იმის უკან ვინ დგას ეს არის გასარკვევი", - ამბობს ადვოკატი.
შეგახსენებთ, რომ დაცვის მხარემ დღევანდელ პროცესზე, თავისუფლების სანაცვლოდ 100 ათასი ლარის გირაოს შუამდგომობა დააყენა, თუმცა მოსამართლემ არ დააკმაყოფილა და ორივე ბრალდებული პატიმრობაში გაუშვა.
გამოძიებით დადგენილია, რომ საქართველოს მოქალაქეებმა სახლიდან მოწყობილი თაღლითური ოფისებით, ავსტრალიის მოქალაქეს, ჯამში 340 ათას ლარზე მეტი გამოსძალეს. ბრალდებულებმა მსხვერპლს მოგების დაპირების სანაცვლოდ, გადმოარიცხინეს დოლარები და ბიტკოინებიც.