აითაჯის საქმე დასკვნით ეტაპზეა - ვინ გამოიკითხა დღეს პროცესზე და რატომ გახდა მისი ჩვენება სადავო?
აითაჯის საქმე დასკვნით ეტაპზე გადადის - დღევანდელ პროცესზე ნივთმტკიცების სახით, 14 წლის მოზარდის იძულებითი ნიშნობის ვიდეო მასალა გამოიკვლიეს. სხდომის ეს ნაწილი დახურეს.
საქმის პროკურორი ამტკიცებს, რომ ეს მასალაა, აითაჯის დედის წინაღმდეგ მყარი მტკიცებულებაა, რადგან კადრებში არ ჩანს, რომ თითქოს ქალი შვილის გათხოვებსს წინააღმდეგია.
ხმაურიან სხდომაზე დღეს დაცვის მხარემ მოითხოვა კიდევ ერთი მოწმის დაკითხვაც. ახალგაზრდა კაცი, არის პიროვნება, რომელმაც პოლიციას აითაჯის მეზობლის ჩვენება უთარგმნა, ამ თარგმანის მიხედვით კი ქალმა ჩვენება აითაჯის დედის წინააღმდეგ მისცა.
ადვოკატი ამბობს, რომ მოწმემა თავად არ იცის ქართული და მისი ჩვენება არ შეიძლება ჩაითვალოს მტკიცებულებად.
თურმე თარჯიმნად დმანისის პოლიცია იყენებს ისეთ ადამიანებს, რომლებიც არ არიან თარჯიმნები და უფრო მეტიც, ძალიან დაბალ დონეზე ფლობენ ქართულ ენას, თავად სჭირდებათ აქეთ სასამართლოზე თარჯიმნები. მოწმე სარმა ენჯიკოვას ჩვენება, რომელიც ცნობილია, რომ პოლიციის აგენტია, იმის ჩვენება დაუშვებელია რომ ნორმალურ ჩვენებად ჩაითვალოს, რადგან ეს მტკიცებულება თავად გამოკითხვების ეტაპზე დაუშვებელი სტანდარტებით არის შეგროვებული", - ამბობს ადვოკატი.
თავად მოწმემ კი სასამართლო პროცესზე აღიარა, რომ ის თარჯიმანი არ არის და ისიც თქვა, რომ დმანისის პოლიცია ხშირად იყენებს თარჯიმნად აღნიშნულ საქმეებზე.
მე თარჯიმანი არ ვარ, მთხოვეს, თარჯიმანი არ გვყავს და ნახევარი საათი დაგვეხმარეო და შეძლებისდაგვარად გადავთარგმნე, უკვე აღარ მახსოვს რა ვთარგმნე, თანასოფლელების გამოკითხვა იყო ,ეკითხებოდნენ პოლიციელები შუახნის ქალს დანიშვნაზე გქონდათ თუ არა ინფორმაციაო, რაც შემეძლო ყველაფერს ვთარგმნიდი, მოწმეეს პრეტენზია არ ქონია თარგმნაზე, რამდენჯერმე უკან დავიხიე და ვერ ვთარგმნე, ვთქვი არ ვარ თარჯიმანი და არ ვიცი თქო, დმანისის პოლიციიდან დამირეკეს, მითხრეს საერთოდ არ ვიცოდი რაზე მივდიოდი ადგილზე გავიგე, სხვა დროსაც ვყოფილვარ სხვა საქმეეებზე, თარგმანში პოლიციელებიც მეხმარებოდნენ", - განაცხადა მოწმემ.
აითაჯ შახმაროვას დედა და ბიძა, პროკურატურის მიერ წაყენებულ ბრალს არ აღიარებენ. მათი განმარტებით, გოგონა საკუთარი სურვილით, ყოველგვარი იძულების გარეშე გათხოვდა.
რაც შეეხება აითაჯ შახმაროვას მკვლელობას, აღნიშნულზე ალიმ სადიკოვი დააკავეს.
საგარეჯოს სოფელ ლამბალოში, 14 წლის აითაჯ შახმაროვა 6 ოქტომბერს მოკლეს.