თადუმაძე მოსამართლე იმიტომ გახდა, რომ ივანიშვილის გარემოცვიდან იყო - ჯანეზაშვილი

29.03.24 23:55
თადუმაძე მოსამართლე იმიტომ გახდა, რომ ივანიშვილის გარემოცვიდან იყო - ჯანეზაშვილი

"სასამართლო გუშაგის" ხელმძღვანელი "დღის ამბების" ეთერში სასამართლო სისტემასა და "ოცნებას" შორის მოწყობილ ახალ სკანდალს ეხმაურება - ნაზი ჯანეზაშვილი მოსამართლე შალვა თადუმაძის ხმაურიან ჩანაწერს უხერხულს უწოდებს.

ორგანიზაციის წარმომადგენელი პირდაპირ ამბობს, რომ თადუმაძე ივანიშვილთან დაახლოებული პირია და მოსამართლეც სწორედ ქართველი ოლიგარქის წყალობით გახდა.

თადუმაძე ბიძინა ივანიშვილთან დაახლოებული მოსამართლეა, რომელიც მოსამართლე იმიტომ გახდა, მანტია იმიტომ ჩაიცვა, რომ მისი გარემოცვიდან იყო, მასთან დაახლოებული პირი იყო და რაც ის ხელისუფლებაში მოვიდა, მუშაობდა სხვადასხვა პოზიციებზე. წარსულში თავად იყო ხელმოცარული ადამიანი, რომელიც თუ არ იქნებოდა კავშირში ამ გავლენიან პოლიტიკოსთან, სხვანაირად ვერ გახდებოდა მოსამართლე. არ ვიცი, რატომ ლაპარაკობს ამ ენით. მოსამართლეა და უხერხულია მისი მხრიდან პოლიტიკოსების შეფასება ან ოპონენტის. ოპონენტს არგუმენტებით უნდა ესაუბრო და არა ამ ფორმით. ჭორაობას ემსგავსება ეს ყველაფერი. ვიდრე "ნეთგაზეთი" დადებდა ამ ჩანაწერებს, მეც გამოვითხოვე და მეც მქონდა ინფორმაცია, რომ ჩემზე საუბრობდნენ. მათი დამოკიდებულება გასაგებია, მაგრამ მიუღებელი. თადუმაძეს თვითონ უნდა რცხვენოდეს დღეს, რადგან ის არის იმ გარემოცვის წევრი, რომლის ლიდერიც მურუსიძე-ჩინჩალაძეა", - ამბობს ნაზი ჯანეზაშვილი.