მეამბოხე მოსამართლეების აჯანყება და სკანდალური აუდიოჩანაწერები - "ოცნება" დუმს

30.03.24 13:05
მეამბოხე მოსამართლეების აჯანყება და სკანდალური აუდიოჩანაწერები - "ოცნება" დუმს

მეამბოხე მოსამართლეების აჯანყებას "ქართული ოცნება" დუმილით ხვდება. მურისიძე-ჩინჩალაძის დაჯგუფების განაწყენებამ, ოლიგარქის პარტია საგონებელში ჩააგდო. სასამართლო კლანის შეფები, ფაქტობრივად ამბობენ, რომ მათი დაცვა ხელისუფლებამ ვერ შეძლო. 

ვეტინგის სისტემის შესაძლო ამოქმედებას, კლანის წევრები წყობიდან გამოჰყავს. ზოგი სისტემიდან წასვლით იმუქრება, ზოგსაც აქვს მოლოდინი, რომ საქმეშიი პირადად ივანიშვილი ჩაერთვევა.

სასამართლო სისტემასა და "ქართული ოცნების" ხელისუფლებას შორის ახალმა სკანდალმა იფეთქა - ბიძინა ივანიშვილის ადვოკატი და უზენაესი სასამართლოს მოქმედი მოსამართლე დარწმუნებულია, რომ სასამართლო კლანის ბოსები საგარეო საქმეთა სამინისტროს უმოქმედობის გამო დაასანქცირეს. 

შალვა თადუმაძის მიერ გაკეთებული სკანდალური განცხადებების ჩანაწერი "ნეტგაზეთმა" გაავრცელა. შალვა თადუმაძე პირდაპირ ახსენებს ფრაზებს საქართველოს ხელისუფლებაში არსებული კორუმპირებული პირების შესახებ და სხვა მოსამართლეებს ეკითხება, თუ რატომ არ დაასანქცირეს ისინი.

"ნეტგაზეთმა" კიდევ ერთი აუდიო ჩანაწერი გაასაჯაროვა, სადაც უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე ნინო ქადაგიძე ამბობს, რომ თუ ვინმე მის შემოწმებას გადაწყვეტს, მზად არის მოსამართლის მანტია გაიხადოს.

შალვა თადუმაძემ  სკანდალური ჩანაწერების გასაჯაროების შემდეგ პირველი კომენტარი "პირველებთან" გააკეთა.