"კალაძე გამოვიდეს და ბარემ ავტომატი გვესროლოს, საჭმლის ფულის გარეშე ვრჩებით" - სადგურის მოედნიდან გარემოვაჭრეები აყარეს
სადგურის მოედნიდან გარემოვაჭრეები აყარეს. ათობით ადამიანი ერთადერთი შემოსავლის წყაროს გარეშე რჩება. მერიის მიერ მოწყობილ წმენდის სპეცოპერაციას ხმაური და დაპირსპირება მოყვა. ხალხი დახმარებას ითხოვს.
მოვედი ამ დილით. ხილის ტოჩკა მქონდა. არაფერი არ დამხვდა, თუ რამე მებადა. არ ვიცი, სად გადაყარეს, რას გვიშვრებიან ვერ გეტყვით. რა გზას დავადგეთ, გვირჩიოს ჩვენმა მთავრობამ. გვეუბნებიან, ბაზარში შედითო. არ არის ბაზარში ადგილი, დახლები, რომ შევიდეთ და ვივაჭროთ. მე ერთი ადამიანი ვარ და ვიღაც მყავს ისეთი, რომ გამომიგზავნოს და საჭმელი ვჭამო, მაგრამ ამდენ ხალხს ოჯახში რომ ელოდება ქმარი, შვილი, შვილიშვილი, რა ქნან. კალაძე გამოვიდეს და ერთი ავტომატი გვესროლოს, რომ დაგვასვენონ", - ამბობს მოვაჭრემ.
ხალხი ახლა კალაძის უწყებისგან ითხოვს განამარტებებს, როგორ შეიძლება ირჩინონ თავი, რადგან თუ ბაზრის შიდა სივრცეში შევლენ, მაღალი გადასახადების გამო, პურის ფული მაინც არ დარჩებათ.
მე ვიბრძვი წამლის ფულისთვის. მაქვს დაავადება. ვერც შუნტირება მიკეთდება და ვერც სტენტირება. 5 წელია ვებრძვი ჩემს დაავადებას და დაღუპული ვარ. 7 თავ წამალს ვხმარობ და თვეში 400 ლარი მჭირდება. მეყოფა 400 ლარი წამლისთვის, საჭმლისთვის. გამოვიდეს "ოცნება". ეს ხალხი კალაძემ მოაგზავნა და რაც უბრძანეს, ის გააკეთეს. ამ ხალხს ცუდი არაფერი არ უკადრებია ჩვენთვის. აყარეს, გაგვასუფთავეს და არ გვიშვებენ სავაჭროდ. საქართველოს მოქალაქე ვარ და შეკითხვას გისვამთ, მეკუთვნის თუ არა საქართველოში არსებობის უფლება, თუ თავი მოვიკლა", - ამბობს მოვაჭრე.
თბილისის მუნიციპალური ინსპექციის თანამშრომლებმა სადგურის მოედანთან და "დეზერტირების ბაზართან" გარემოვაჭრეების დახლები დღეს დილით დაშალეს.