რუსეთის აგრესიას უკრაინაში 537 ბავშვი ემსხვერპლა
რუსული აგრესიის შედეგად, 30 მარტის მონაცემებით, უკრაინაში 537 ბავშვი დაიღუპა, 1273-ზე მეტი კი დაშავდა.
უკრაინის გენერალური პროკურატურის ცნობით, ყველაზე მეტი არასრულწლოვანი დონეცკის, ხარკოვისა და კიევის ოლქებში დაშავდა.
- დონეცკის რეგიონში - 524;
- ხარკოვის ოლქში - 343;
- კიევის ოლქში - 130;
- ჩერნიგოვის ოლქში - 72;
- ლუგანსკის ოლქში - 67;
- ნიკოლაევის ოლქში - 103;
- ხერსონის ოლქში - 149;
- ზაპოროჟიეს ოლქში - 100;
- დნეპროპეტროვსკის ოლქში -125.
პროკურატურა განმარტავს, რომ აქტიური საომარი მოქმედებების გამო მონაცემები ცვალებადია.