ხაშურის მერიის მაღალჩინოსანს მუქარაში ადანაშაულებენ - ივანაშვილები დახმარებას ითხოვენ

30.03.24 18:02
ხაშურის მერიის მაღალჩინოსანს მუქარაში ადანაშაულებენ - ივანაშვილები დახმარებას ითხოვენ

ხაშურის მერიის მაღალჩინოსანს სავარაუდო კორუფციაში ადანაშაულებენ - ივანაშვილების ოჯახი დახმარებას ითხოვს.  საქმე ეხება სოფელ ვაყაში მცხოვრები ოჯახის წინააღმდეგ დაწყებულ სავარაუდო რეპრესიებს.

ივანაშვილების მტკიცებით, მათი ქონების მითვისებაში ქრთამის აღებაში ნასამართლევი მაღალჩინოსნის დავით ღვალაძის გვარი ფიგურირებს. 

ივანაშვილების ოჯახი ამტკიცებს, რომ მათ კუთვნილ ეზოს უანონოდ ართმევენ. ოჯახი ამბობს, რომ სახელმწიფომ ქონება 2021 წელს ოფიციალურად დაუმტკიცა, 2023 წელს კი ტერიტორიის უკან წაღება გადაწყვიტეს.

ოჯახმა პროკურატურასაც მიმართა, თუმცა შოთაზუის უწყებას რეაგირება ამ დრომდე არ მოუხდენია. 

საჩივარი შევიტანე... რომ არ შემეტანა, თავად მიჩივლებდნენ. საბუთი წარვადგინე, რომელიც ჩემი მხარის გასამყარებლად იყო, მაგრამ თქვეს, რომ ყალბიაო. მე გამომიყვანეს დამნაშავე. მემუქრებიან ამით, თუ რა არის, არ ვიცი. მესამე პირია ჩარეული, რომელიც მეგობრობს იურიდიული განყოფილების ხელმძღვანელთან. გვარად ვიღაც ღვალაძეა და მე მაქვს ეჭვი, რომ ეს ადამიანი არის გარეული კორუფციულ გარიგებაში. წარსულშიც ნასამართლევია ქრთამზე", - ამბობს ივანაშვილის ოჯახის ერვრი. 

ოჯახის ადვოკატი "პირველებთან" აცხადებს, რომ მიწის ნაკვეთის გამო, თავდაპირველად, ხაშურის მერიამ ივანაშვილებს სასამართლოში უჩივლა, ახლა კი სავარაუდო დაზარალებულები მუნიციპალიტეტს უფლებამოსილების გადამეტების ბრალდებით უჩივიან.

ხაშურის მუნიციპალიტეტის მერიამ გადაწყვიტა, რომ თვითონ ეჩივლა მოქალაქისთვის, რომელმაც წარადგინა მიღება-ჩაბარების აქტი და ითხოვა არაკანონიერი გადაწყვეტილების სამართლებრივი შესწავლა. მივმართე პროკურატურას კონტრსაჩივრით და დავაკონკრეტე, რომ ადგილი აქვს უფლებამოსილების გადამატებას თანამდებობის პირების მიერ", - ამბობს ადვოკატი.

დავით ღვალაძე "პირველებს" კითხვას არ პასუხობს და ამბობს, რომ "კომენტარის გასაკეთებლად დრო არ აქვს".

ივანაშვილები ასევე ასახელებენ კიდევ ერთ გვარს - საუბატია, ხაშურის მერ თენგიზ ჩიტიაშვილზე, რომელსაც ოჯახის თქმით, აქამდე პროკურორის თანამდებობა ეკავა, ამიტომ ივანაშვილების ოჯახი ვარაუდობს, რომ ჩიტიაშვილი საკუთარი გავლენების გამოყენებით მუნიციპალიტეტის მერიის წინააღმდეგ დაწყებული სამართლებრივი დავის ხელოვნურად გაწელვას ცდილობს.