საქართველოში კიდევ ორი მიწისძვრა მოხდა
სეისმური მონიტორინგის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, საქართველოში კიდევ ორი მიწისძვრა მოხდა - მიწისქვეშა ბიძგების ეპიცენტრი ისევ რაჭა, ქალაქი ონიდან სამხრეთ-აღმოსავლეთით, 9კმ-ში მდებარე სოფელი ირი იყო.
მიწისძვრის სიმძლავრემ მეორედ 4,2, მესამედ კი 4 მაგნიტუდა შეადგინა.
უფრო კონკრეტულად:
დედამიწის შემსწავლელ მეცნიერებათა ინსტიტუტის სეისმური მონიტორინგის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, ქალაქ ონთან ბოლო მიწისძვრა თბილისის დროით 18:31 საათზე მოხდა - სიმძლავრე 4 მაგნიტუდა იყო.
ქალაქ ონთან პირველი, 4.8 მაგნიტუდის სიდიდის მიწისძვრა 17:44 საათზე მოხდა. ბიძგები განმეორდა 17:50 საათზე ამ შემთხვევაში მიწისძვრის სიმძლავრე 4.2 მაგნიტუდა იყო.
ამ დროის მონაცემებით, მიწისძვრას ნგრევა ან დაზიანება არ გამოუწვევია. შეტყობინება არც საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში შესულა.