"მსოფლიოზე გავალთ" - ამბავი ბუდუზე

30.03.24 20:48
"მსოფლიოზე გავალთ" - ამბავი ბუდუზე

2024 წლის მარტმა საქართველოს ეროვნული ნაკრების თავდამსხმელის  ცხოვრება რადიკალურად შეცვალა. ახლა მთელი საქართველო ბუდუზე ლაპარაკობს. 30 წლის ეროვნული ნაკრების თავდამსხმელზე,  რომელიც ლუქსემბურგთან თამაშს დროს გამარჯვების ორივე გოლის ავტორია. 

სოციალური ქსელის რეაქციები ახლოსაც კი არ მივა იმ ემოციებთან რომელიც ხალხისგან საქართველოს ეროვნული ნაკრების თავდამსხმელმა საბოლოო გამარჯვებს გაფორმების შემდეგ მიიღო.

ევროპის ჩემპიონატის საგზურის განაღდების შემდეგ, როდესაც ხალხთან შესახვედრად მივიდა, სრულიად სხვა ემოციებს შეეჯახა, ქუჩაში გამოსული 10 ათასობით ადამიანისთვის ბუდუ იმ დღეს ყველაზე ახლობელი  იყო. ცეკვით სცენაზე სამჯერ შემობრუნდა, ვერ ელეოდა ადამიანებს, რომლებიც მისით ასე ამაყობდნენ. 

 ყურადღება აბნევს, თავმდაბალი და უშუალოა ყველასთან. ერიდება, როდესაც მადლობას უხდიან იმ დიდი შრომისთვის, რომელიც საქართველოს ისტორიულ გამარჯვებაში ჩადო. 

საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა ქართული ფეხბურთის ისტორიის ახალი ფურცელი დაწერა, ბუდუსთვის ეს მთავარი მიღწევა არ არის . წინ უფრო ამბიციური განაცხადია   "მსოფლიოზე გავალთ" - ამბობს ის. 

დღეს ბუდუ ზივზივაძით მთელი საქართველო ამაყობს, არამარტო გატანილი გოლების , არამედ სწორი სამოქალაქო პოზიციის გამო. ქომაგებს არასდროს დაავიწყდებათ 2019 წლის ივნისის სისხლიანი მოვლენების და გავრილოვის ღამის შემდეგ თვალდათხრილი ადამიანებისთვის გამოცხადებული სოლიდარობა . და  პოსტერი წარწერით - "ნუ მაბრმავებ, რუსეთი ოკუპანტია". 

ნაკრების ბიჭების ისტორიები - ვრცლად ნახეთ აქ