მამარდა "შაბათის ეთერის" ობიექტივში - რას ამბობს ლეგენდარულ მატჩზე 23 წლის ფეხბურთელი? (ვიდეო)

30.03.24 21:11
მამარდა "შაბათის ეთერის" ობიექტივში - რას ამბობს ლეგენდარულ მატჩზე 23 წლის ფეხბურთელი? (ვიდეო)

გიორგი მამარდაშვილის ფოტო ყველაზე რეიტინგული უცხოური გამოცემების ყდებზე  ბოლო სამი დღეა ყველაზე ხშირად ხვდება. საქართველოს ეროვნული ნაკრების 23 წლის მეკარემ არამხოლოდ ქართველი  მაყურებელი არამედ მთელი მსოფლიო გააოცა. 

ქომაგების ყურადღებას ყოველთვის გრძნობდა, მაგრამ ახლა მის ცხოვრებაში რაღაც განსაკუთრებული ხდება. ყველა ფეხის ნაბიჯზე ადამიანები მადლობას უხდიან.

საბერძნეთთან თამაშის დროს ძირითად დროში საქართველოს ნაკრების კარში არცერთი გოლი არ გაუშვა. იმ დღეს საქართველოს გამარჯვება პრაქტიკულად მასზე იდგა. ამბობს, რომ ეს იყო მძიმე ფსიქოლოგიური წნეხი. 

გიორგი მამარდაშვილი ყურადღების შუაგულში ჯერ კიდევ 2021 წელს აღმოჩნდა, როდესაც უეფამ 50 ყველაზე პერსპექტიული ფეხბურთელის სიაში შეიყვანა. უკვე სამი წელია, ესპანური ვალენსიას მეკარეა, თუმცა ეროვნული ნაკრების მაისურით მისთვის თამაში სულ სხვა პასუხისმგებლობაა. 

ემოციური კადრი, როდესაც დედა გიორგის გამარჯვებას ულოცავს უკვე რამდენიმე მილიონმა ადამიანმა ნახა. საქართველოს ეროვნული ნაკრების მეკარისთვის ტრიუმფამდე გზა მარტივი არ ყოფილა. 

ნაკრების ბიჭების ისტორიები - ვრცლად ნახეთ აქ