კორუფციაში ბრალდებული ექიმები ციხეში გაუშვეს

30.03.24 21:48
კორუფციაში ბრალდებული ექიმები ციხეში გაუშვეს

ქრთამის აღებისთვის დაკავებული საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრის ჰოსპიტალიზაციის სამი მენეჯერი მოსამართლემ წინასწარ პატიმრობაში გაუშვა. 

ერთ-ერთი ბრალდებულის ადვოკატის, გიორგი ყავლაშვილის განცხადებით, ბრალდების მხარის მიერ სასამართლოზე დღეს წარდგენილ გარემოებებზე დაფუძნებით პატიმრობის შეფარდება არარელევანტურია.

„სააპელაციოში გავასაჩივრებთ"- თქვა მედიაშთან ადვოკატმა, გიორგი ყავლაშვილმა.

კიდევ ორი ბრალდებულის ადვოკატის, დავით კუტალაძის განცხადებით კი, სასამართლოს დღევანდელი გადაწყვეტილება დაუსაბუთებელია. 

რაც შეეხება ქრთამის მიცემის ფაქტზე დაკავებულ „ევექსის“ ორ წარმომადგენელს, საქმის პროკურორის ინფორმაციით, მათ მიმართ აღმკვეთი ღონისძიების შეფარდების თაობაზე თბილისის საქალაქო სასამართლო უახლოეს დღეებში იმსჯელებს.

თბილისის საქალაქო სასამართლოში კორუფციულ სკანდალში გახვეული სასწრაფო დახმარების ყოფილი თანამშრომლების პროცესი დღეს ხმაურიღ მიმდინარეობს. საბრალდებო სკამიდან სამიდან ორმა დაკავებულმა - რატი ციმბაიამ და ნინო კოშაძემ ბრალი აღიარა. ჩვენებას არ ცვლის ჰოსპიტალიზაციის ცვლის ყოფილი უფროსი თამარ მანჩხაშვილი. ქალი დუმს.

როგორ მიდიოდა პაციენტებით ვაჭრობა და როგორ მუშაობდა თაღლითური სქემა?

საქმის მასალების მიხედვით, "ვაიბერის" და "ვაცაპის" აპლიკაციებში წყდებოდა, სად უნდა გადაეყვანათ პირი, რომელიც რეანომობილის ექიმებს, წესით პირველსავე შემხვედრ კლინიკაში უნდა შეეყვანათ.