თვითმარქვია ტაქსის მძღოლებს ლიცენზიებს შეუჩერებენ

31.03.24 10:28
თვითმარქვია ტაქსის მძღოლებს ლიცენზიებს შეუჩერებენ

თვითმარქვია ტაქსის მძღოლებს ლიცენზიებს შეუჩერებენ. გადაწყვეტილებას მხარი თბილისის საკრებულოს დეპუტატებმა ერთხმად დაუჭირეს. როგორც გაირკვა, სპეცნებართვებს მძღოლთა ნაწილი არა მგზავრების გადასაყვანად, არამედ გადატვირთულ გზებზე კომფორტულად სასიარულოდ იღებს. დადიან ავტობუსისთვის განკუთვნილ ზოლში, თუმცა მათ ამის გამო ვერავინ აჯარიმებს.  

დღეიდან  თუ საპატრულო პოლიცია ტაქსის მძღოლს საეჭვოდ მიიჩნევს, მას შეეძლება ავტომობილი გააჩეროს და შეამოწმოს, ნამდვილად გადაჰყავას თუ არა მას  მგზავრი.