კათოლიკური სამყარო აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულს აღნიშნავს

31.03.24 10:40
კათოლიკური სამყარო აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულს აღნიშნავს

კათოლიკური სამყარო აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულს აღნიშნავს. მთელს მსოფლიოში  ქრისტიანი მორწმუნეები სააღდგომო ლიტურგიებს ტაძრებში ესწრებიან. 

იმედის და სიხარულის უდიდეს ქტრისტიანულ დღესასწაულს ზეიმობენ საქართველოშიც. ყველა კათოლიკური ტაძარი საზეიმოდაა მორთული და იესო ქრისტეს მკვდრეთით აღდგომას აღნიშნავენ. ტრადიციულად, სააღდგომო ღვთის მსახურება ჩატარდა, თბილისის მარიამ ღვთისმშობლის ზეცად აყვანების კათოლიკურ კათედრალურ ტაძარსა და ბათუმის სულიწმინდის კათოლიკურ ეკლესიაში. ყველა ელოდება რომის პაპის გამოჩენას ვატიკანში და მის მიმართვასს წმინდა პეტრეს ტაძრის ცენტრალური აივნიდან.

ვატიკანმა ოფიციალური განცხადებით დაადასტურა, რომ პაპი სააღდგომო ღვთისმსახურებაში მონაწილეობას მიიღებს.