საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის რეფერენდუმიდან 33 წელი გავიდა
საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის რეფერენდუმიდან 33 წელი გავიდა. თანახმა ხართ თუ არა, აღდგეს საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობა 1918 წლის 26 მაისის დამოუკიდებლობის აქტის საფუძველზე? 1991 წლის 31 მარტს ამ კითხვით ჩატარებულ საერთო-სახალხო კენჭისყრაში პასუხი "დიახ" სამ მილიონზე მეტმა ადამიანმა აირჩია. რეფერენდუმის შედეგების საფუძველზე კი უზენაესმა საბჭომ, ზვიად გამსახურდიას ხელმღვანელობით დამოუკიდებლობის აქტი მიიღო.
რეფერენდუმის ჩატარება დაემთხვაა ზვიად გამსახურდიას დაბადების დღეს. დღეს საქართველოს პირველი პრეზიდენტი 85 წლის გახდებოდა. პრეზიდენტის ბუნდოვან გარემოებებში გარდაცვალების საკითხი დღემდე აქტუალურია. ერთ-ერთი ვერსიით, გამსახურდიამ თავი მოიკლა, თუმცა ოჯახი ამბობს, რომ ის მოკლეს.