"მეწყერსაშიში ზონაა" - საჩხერეში მოსახლეობა ჰესის მშენებლობას აპროტესტებს
საჩხერეში მოსახლეობის პროტესტმა იფეთქა. ყვირილას ხეობაში მცხოვრები ადამიანები ჭალა ჰესის მშენებლობის შეჩერებას ითხოვენ. ხალხი ამტკიცებს, რომ ჰიდროელექტროსადგურის მშენებლობისთვის ნებართვის გაცემა მათთან შეუთანხმებლად მოხდა. მიწები გაუყიდეს და სოფელში მძიმე ტექნიკა შეიყვანეს.
მოსამზადებელი სამუშაოები უკვე დაწყებულია და მდინარის ნაპირიც უკვე მოთხრილია.
ადგილობრივები ამბობენ, რომ ადგილი სეისმურად აქტიურია და ამის გამო წარსულში რამდენიმე სახლი მეწყერში მოყვა.
ორი წლის უკან ჩამოვიდა გარემოს დაცვის დეპარტამენტის ინსპექტირების ჯგუფი, რომელმაც სათანადო საბუთები ვერ ნახა და შესაბამისად, გაჩერდა ეს მსენებლობა. საქმე წავიდა ძიებაში. ახლა ვგებულობთ, რომ ისევ გაახლდა ეს მშენებლობა, ისევ გაუარესდა აქ მდგომარეობა ყველანაირად, დასახიჩრებულია მდინარის მთელი პერიმეტრი. არ არის ინფორმირებული მსოახლეობა. არსებობს კითხვები მოსახლეობისგან თუ რას ემსახურება ეს ყველაფერი. ამ ხიდს აქვს დიდი დატვირთვა, დამეწყრილია მთელი ზედა მხარე, ეს არის მეწყერსაშიში ზონა, აქ მომხდარია ტრაგედია, სოფელი ჰყავს დამარხული, - ამბობს ადგილობრივი.