ბაღების სააგენტომ ბავშვთა კვება ანდო კომპანიას, რომელსაც ბაღებისთვის საკვების სრულფასოვნად მიწოდება არ შეუძლია

31.03.24 12:20
ბაღების სააგენტომ ბავშვთა კვება ანდო კომპანიას, რომელსაც ბაღებისთვის საკვების სრულფასოვნად მიწოდება არ შეუძლია

ბაგა-ბაღების სააგენტო დიდ სკანდალში ეხვევა. "რადიო თავისუფლება" ასაჯაროებს დოკუნმენტებს, რომლითაც დგინდება, რომ სააგენტომ ბავშვთა კვება ანდო კომპანიას, რომელსაც სააღმზრდელო დაწესებულებებისთვის საკვების სრულფასოვნად მიწოდება არ შეუძლია. 

სააგენტო მიმდინარე წელს 60 ათასამდე ბავშვის გამოკვებისთვის, ჯამში, 100 მილიონზე მეტს დახარჯვას. გამოცხადებულ ტენდერში გამარჯვებულად კომპანია "კვება" დაასახელეს. ირკვევა, რომ "კვებას" მარცხენა სანაპიროს ბაღებისთვის ქათმის ხორცით მომარაგება არ შეეძლო, რასაც ხორცის მწარმოებელი კომპანიის წერილიც მოწმობს, თუმცა ეს ინფორმაცია, ფაქტობრივად, დამალეს. 

ბაგა-ბაღების სააგენტომ "პირველებს" საპასუხო წერილი გაუგზავნა, თუმცა შეტყობინება არსებულ კითხვებს არ პასუხობს. წერილში წერია, რომ კვებითი უზრუნველყოფა სტანდარტების შესაბამისად ხორციელდება, ბაგებში არსებული სამზარეულობი კი გამართულად მუშაობენ.

ოპოზიცია ამბობს, რომ საქმეში კოფურციული რისკები იკვეთება და საკითხით საგამოძიებო უწყებები უნდა დაინტერესნენ.

ამით უნდა დაინტერესდეს არა მხოლოდ სააგენტო და წარმოგვიდგინოს კონკრეტული პასუხები იმაზე, თუ როგორ მოხდა მნიშვნელოვანი დოკუმენტების დამალვა და ტენდერით მანიპულირება, არამედ ასევე უნდა დაინტერესდეს გამოძიება, რომელმაც უნდა დაადგინოს, ხომ არ მოხდა ეს თვალთმაქცობა წინასწარი შეცნობით და უფრო ფართო კომერციული სქემის ნაწილი ხომ არ არის ეს ყველაფერი, - ამბობს "ლელოს" წევრი საბა ბუაძე.