მიტოვებული სპა კურორტი - ბრიტანული BBC წყალტუბოს შესახებ წერს
ბრიტანული BBC წყალტუბოს შესახებ წერს. "როცა ქვეყანა საბჭოთა ბორკილებს იშორებს, მიტოვებული სანატორიუმის აღორძინება ხელახლა იგეგმება" - ასე აღწერა რიჩარდ კოლეტმა წყალტუბოში მოგზაურობა. კოლეტმა მოამზადა ვრცელი სტატია მიტოვებული სპა კურორტის შესახებ. სტატიაში ყურადღება გამახვილებულია ბალნეოლოგიურ ზონაზე, სადაც ბუნებრივი მინერალური წყლები აბანოებსა და სამედიცინო დაწესებულებებშია განაწილებული.
კოლეტი წერს ჟანგმოკიდებული სარკინოგზო სადგურის შესახებაც, რომელიც წყალტუბოს ქუთაისის აეროპორტს მხოლოდ რამდენიმე საათით აშორებს, რაც იმას ნიშნავს, რომ ეს გზა შესაძლოაა ევროპას მარტივად დაუკავშირდეს.