ბაკურიანში მაშველებმა ზვავში მოყოლილი მამაკაცის ცხედარი იპოვეს

31.03.24 14:06
ბაკურიანში მაშველებმა ზვავში მოყოლილი მამაკაცის ცხედარი იპოვეს

ბაკურიანში მაშველებმა ზვავში მოყოლილი მამაკაცის ცხედარი იპოვეს. სამძებრო-სამაშველო სამუშაოებში ჩართული იყო  ვერტმფრენი, დრონები, კინოლოგები და ორასამდე მეხანძრე-მაშველი. 

ბაკურიანში მთის ფერდიდან თოვლის მასა ოთხი დღის წინ ჩამოიშალა. მაშველებმა ოთხი ადამიანის გადარჩენა მაშინვე მოახერხეს, ერთ დაკარგულს კი ძებნიდან მეოთხე დღეს მიაკვლიეს. მოქალაქეების ჯგუფი ბაკურიანი-ტაბაწყურის დამაკავშირებელ ფერდობზე "ბურანებით" გადაადგილდებოდა, როცა სტიქია დაიწყო.