როინ შავაძის საქმე - ვინ მოახდინა ზეწოლა ნაფიც მსაჯულებზე?
ვინ მოახდინა ზეწოლა ნაფიც მსაჯულებზე? - როინ შავაძის საქმეზე გასამართლებულების ადვოკატები ამტკიცებენ, რომ მამუკა ბერიძისა და ალი ბალაძისთვის ვერდიქტის გამოტანამდე მსაჯულებისთვის გამოყოფილ ოთახში გადაადგილდებოდა პირი, ვინც ნაფიცებზე გავლენა მოახდინა.
განაჩენი 13 მარტს გამოცხადდა. ორ მამაკაცს სე-ჟანტის უკანონო დაკავების, განზრახ მკვლელობისა და სამსახურეობრივი უფლებამოსლების გადამატების საქმეზე 12 წლიანი პატიმრობა მიუსაჯეს. ვერდიქტის გამოცხადებიდან სამი კვირის თავზე კი ადვოკატები ირწმუნებიან, რომ ნაფიც მსაჯულებს გამამტყუნებელი განაჩენი თავად არ დაუწერიათ.
ინტერესების დამცველები ახლა პროკურატურას სთხოვენ, სასწრაფოდ ამოიღოს და შეისწავლოს 13 მარტს კამერის ჩანაწერები. მათ ასევე გენერალურ პროკურატურაში განცხადება 11 დღის წინ შეიტანეს დაგამოძიების დაწყება მოიტხოვეს.
ხალხის მასა გაარღვია დაუდგენელმა პირმა ძალისმიერი მეთოდებით. მან ასევე ძალისმიერი მეთოებით გაარღვია წითელი ლენტია ბარიერი და წავიდა ნომერ მეორე დარბაზის მიმართულებით. ტბილ ამინდში შავი ნაქსოვი წუდი ჰქონდა თავზე ჩამოფარებული ისე, რომ თვალები რთულად უჩანდა. ეს უამრავმა ადამიანმა დაინახა და ის ელაპარაკებოდა ნაფიც მსაჯულტა სასამართლოს კოორდინატორს. როცა ნაფიცი მსაჯულები შემოვიდნენ სხდომათა დარბაზში, უფროსმა მსაჯულმა ვერც კი შეძლო ვერდიქტის წაკითხვა. ერთ-ერთი ქალბატონი, ნაფიცი მსაჯული, რომ იტყვიან, ცხარე ცრემლით ტიროდა, ვერ იკავებდა ტირილს. გამოსაკიტხი იქნება ყველა ნაფიცი მსაჯული, რომლებმაც უნდა ახსნან, თუ რატომ მოახდინეს ორსაათიანი დაგვიანებით ვერდიქტის გამოცხადება, - ამბობს ადვოკატი.