"ნუ დაზოგავ ბიუჯეტს დაუცველი ბავშვების ხარჯზე" - აქცია კანცელარიასთან

31.03.24 15:57
"ნუ დაზოგავ ბიუჯეტს დაუცველი ბავშვების ხარჯზე" - აქცია კანცელარიასთან

პრემიერს და ჯანდაცვის მინისტრს შშმ ბავშვების მშობლები დაპირებას ახსენებენ. განსაკუთრებული საჭირობების მქონე მოზარდებს სასწრაფოდ სარეაბილიტაციო პროგრამის ძველ გრაფიკზე დაბრუნება სჭირდებათ. მოქალაქეების ჯგუფი დღეს მთავრობის ადმინისტრაციასთან მივიდა და მოსთხოვა კობახიძეს და მის გუნდს, იფიქრონ იმ ადამიანებზე, ვისაც სახელმწიფოს დახმარების გარეშე მკურნალობის დაფინანსება არ შეუძლია.

სამინისტრომ შეიმუშავა გრაფიკი სარებილიტაციო პროგრამის შშმ ბავშვებისთვის, რომელიც არ არ არის მორგებული ბავშვების და მათი მშობლების ინტერესებზე. აღნიშნულ გრაფიკტან დაკავშირებით განცხადებით შევიდა 300 მშობელი და ითხოვა სამინისტროსგან, რომ გრაფიკი შეიცვალოს. დაგვპირდა შემუშავებას, ცხელ ხაზზე დავრეკეთ და არაფერია მიღებული. ამასობაშ მთავრობაც შეიკრიბა, ფეხბურთელებს დაურიგეს ჯილდოები, კი, ბატონო, მაგრამ ჩვენი ბავშვები გაიხსენეთ, ხალხო. ამ ბავშვებს სჭირდებათ გადაყვანა დროულად, აპრილის დადგომამდე, - ამბობს პროტესტის მონაწილე. 

მოთხოვნის შეუსრულებლობის შემთხვევაში შშმ ბავშვების მშობლები პერმანენტულ აქციებს აანონსებენ.