ბაღების სააგენტომ ტენდერში გაამარჯვებინა კომპანიას, რომელსაც ბაღების საკვებით სრულფასოვნად მომარაგება არ შეეძლო
ბაგა-ბაღების სააგენტო თავის მართლებასაც ვერ ბედავს იმ დოკუმენტებზე, რომელიც "რადიო თავისუფლებამ" გაასაჯაროა. საქმე ეხება ბაღების საკვებით მომარაგებას. ირკვევა, რომ თბილისის მერიას დაქვემდებაებულმა სააგენტომ, რომელიც 61 ათას აღსაზრდელზეა პასუხისმგებელი, ტენდერში გაამარჯვებინა კომპანიას, რომელსაც სააღმზრდელო დაწესებულებებისთვის საკვების სრულფასოვნად მიწოდება არ შეეძლო.
ამბის გახმაურების შემდეგ ტენდერი შეწყვიტეს. რომ არა დავების საბჭოს დროული რეაგირება, ბაღების უმეტესობა თბილისში ქათმის ხორცის გარეშე დარჩებოდა.
ვრცლად ნახეთ საბა სიჭინავას რეპორტაჟში.