ავარია სურამში - დაშავდა 1 პირი
უბედური შემთხვევა სურამში - ტრაილერი ლითონის ჯებირს შეეჯახა და ხევში გადავარდა, რის შედეგადაც დაშავდა მძღოლი.
დაზარალებული საავადმყოფოშია მოთავსებული და ამ წუთებში ექიმები შესაბამის სამედიცინო დახმარებას უწევენ.
საქმეზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მეორე ნაწილთ დაიწყო.