ბრაზილია - თავშესაფარი ივანიშვილებისთვის - რა გეგმა აქვს "ოცნების" ლიდერს მილიარდების დასაცავად?
ბიძინა ივანიშვილი საკუთარი მილიონების გადასამალად ახალ ნიადაგს ბრაზილიაში ამზადებს - ბრიტანული ტაბლოიდი ბერა ივანიშვილის შესახებ სკანდალურ სტატიას აქვეყნებს და მას "ფსევდო ინფლუენსერად" მოიხსენიებს.
გამოცემა წერს, რომ მისი ბრაზილიაში საცხოვრებლად გადასვლის რეალური მიზეზი, მამის მოსალოდნელი სანქცირებაა, რადგან ივანიშვილები ფიქრობენ, რომ სამხრეთ ამერიკულ სახელმწიფოში მათ ფულს უკეთ დაიცავენ.
Daily Mail - ის თანახმად, ბერა ივანიშვილმა სამზადისი ჯერ კიდევ მაშინ დაიწყო, როდესაც ამაზონის გადამწვარი ტყის დახმარების ფონდის- შემომწირველთა რიგებში გამოჩნდა.
რას წერს ბრიტანული გამოცემა - რა გეგმა აქვს ოლიგარქს საკუთარი მილიარდების დასაცავად
ვარაუდობენ, რომ ბერა ბრაზილიაში მამის ბრძანებით გაგზავნეს, თავის დაზღვევის მიზნით, იმ შემთხვევაში, თუ პუტინის მხარდაჭერა მას ძვირად დაუჯდება და გაქცევა მოუწევს.
ბრაზილიაში ბერა აშკარად შესაშური ცხოვრების წესით ცხოვრობს. გარეულია ბრაზილიელი ვარსკვლავების წრეში, მაღალი დონის ფეხბურთის მატჩებზე ერთობა, სეირნობს სანაპიროზე და მიმართავს ისეთ ჟესტებს, როგორიცაა, მილიონი დოლარის შემოწირულობა ტროპიკული ტყის გადასარჩენად.
მაგრამ უსაფრთხოების ექსპერტები დარწმუნდნენ, რომ ბრაზილიაში გადასვლის რეალური მიზანია, მამამისისთვის გასაქცევი გზა მოამზადოს, იმ შემთხვევაში, თუ მას თავისი სიმდიდრით გაქცევა დასჭირდება, თუ მისი ალიანსი პუტინთან ჩაიშლება.
მას შემდეგ რაც დაინახა, როგორ აიძულებდნენ ლონდონში რუსეთთან დაკავშირებულ ოლიგარქებს, როგორიცაა, მაგალითად, ჩელსის ყოფილი მფლობელი რომან აბრამოვიჩი, გაეყიდა ქონება ან ჩამოერთმიათ აქტივები, მას შემდეგ, რაც პუტინმა ომი დაიწყო უკრაინასთან, ივანიშვილს შეეშინდა, რომ მისი მილიარდები ევროპაში ან აზიაში უსაფრთხოდ ვეღარ იქნება, ამიტომ გადაუდებელი შემთრევებისთვის მისი გადატანა ბრაზილიაში უნდა"- წერს გამოცემა.
რას წერს dailymail-ი ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკაში მესამედ, ოფიციალურად მობრუნებაზე
წყარომ, რომელიც ქვეყანას ახლოდან აკვირდება, გვითხრა: ბიძინა ივანიშვილი და მისი ოჯახი გაურბოდა სანქციებს, მაშინ როცა მსოფლიოს სხვა ოლიგარქებს, მათ შორის რომან აბრამოვიჩს, სამართალდამცავი ორგანოები ქონებას ართმევდა.
ისმის კითხვა, შეიძლება თუ არა ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკაში დაბრუნება და მისი შვილის ბრაზილიაში გადასვლა მათი აქტივების დაცვის ყოვლისმომცველი სტრატეგიის ნაწილი იყოს, თუ მომავალში სანქციების სამიზნეები აღმოჩნდებიან?უკრაინა ძალიან ღიად ითხოვს მათ სანქცირებას. მაგრამ მათ სიმდიდრეს ნაკლებად ჩამოართმევენ ბრაზილიაში, ვიდრე დიდ ბრიტანეთში ან ევროპაში.
ივანიშვილის გათვლაა, რომ დასავლეთი მოერიდება მის წინააღმდეგ მოძრაობას, თუ ის დაიკავებს მაღალ თანამდებობას არჩევნების შემდეგ. ამან შესაძლოა თავისუფლად მოქმედებისთვის კიდევ ხუთი წელი მისცეს .
ითვლება, რომ მილიარდერები სამხრეთის გლობალურ ქვეყნებს, როგორიცაა ბრაზილია, ყველაზე უსაფრთხო თავშესაფრად მიიჩნევს თავიანთი აქტივებისთვის. ამიტომ, ხანძრის შემდეგ, მან დიდი შემოწირულობა გაიღო ბრაზილიის ტყის აღდგენის ფონდში, რათა იქ თავი დაემკვიდრებინა, სანამ შვილს გაგზავნიდა, ამან აჩვენა, რომ მისი გეგმა გაამართლებდა"- აღნიშნულია სტატიაში.
ბიძინა ივანიშვილის მოკავშირე
სანქცირებულ ოთარ ფარცხალაძეს Daily Mail-ი ივანიშვილის მოკავშირეს უწოდებს.
ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტმა გასულ წელს კრემლის ჯაშუშობის ბრალდებით დაასანქცირა საქართველოს ყოფილი გენ პროკურორი და ივანიშვილის მოკავშირე ოთარ ფარცხალაძე.
ამტკიცებდნენ, რომ პუტინმა "გამოიყენა ბერკეტი ფარცხალაძეზე, რათა გავლენა მოეხდინა ქართულ საზოგადოებასა და პოლიტიკაზე რუსეთის სასარგებლოდ"- წერის ვრცელ სტატიაში.