მდიდარმა ან გამდიდრების ჟინით შეპყრობილმა კაცებმა პარლამენტში დადეს გარიგება, რომ ქალები პოლიტიკიდან განდევნონ - დეა მეტრეველი

02.04.24 12:01
მდიდარმა ან გამდიდრების ჟინით შეპყრობილმა კაცებმა პარლამენტში დადეს გარიგება, რომ ქალები პოლიტიკიდან განდევნონ - დეა მეტრეველი

მდიდარმა ან გამდიდრების ჟინით შეპყრობილმა კაცებმა პარლამენტში დადეს გარიგება, რომ ქალები პოლიტიკიდან განდევნონ - ასე ეხამურება პარტია “ლელოს"  წევრი დეა მეტრეველი პარლამენტში გენდერული კვოტირების შესაძლო გაუქმების საკითხს.

ოპოზიციცურ პარტაიში ფიქრობენ, რომ ამ გარიგებით "ქართული ოცნება„ გადამწვეტი არჩევნების წინ პარლამენტში ადგილს მდიდარი დეპუტატებისთვის ათავისუფლებს. ამ თემაზე საგანგებო განცხადება ცოტა ხნის წინ "ლელოს" წევრებმა და ქალთა უფლბადამცველებმა პარლამენტთან გააკეთეს.

მდიდარმა კაცებმა ან გამდიდრების ჟინით შეპყრობილმა კაცებმა პარლამენტში, რომელიც სამწუხაროდ, აქციეს აღებ-მიცემობის ორღობედ, დადეს გარიგება და გადაწყვიტეს, საჯარო პოლიტიკური სივრციდან განდევნონ ქალები, დასაჯონ ისინი პარლამენტში აქტიურობისთვის, საპროტესტო აქციებზე აქტიურობისთვის, განსაკუთრებით რუსული კანონის დროს ამ მხრივა ქალებმა გადამწყვეტი როლი ითამაშეს", - აცხადებს დეა მეტრეველი.

მსგავსი სიახლეები