"კივილის ხმა გავიგე", "ამბობენ, ცოლმა მოკლაო"- რა გახდა სამტრედიაში მომხდარი მკვლელობის მიზეზი?

02.04.24 13:19
"კივილის ხმა გავიგე", "ამბობენ, ცოლმა მოკლაო"-  რა გახდა სამტრედიაში მომხდარი მკვლელობის მიზეზი?

ამ დრომდე უცნობია, რა გახდა სამტრედიაში მომხდარი მკვლელობის მიზეზი - როგორც  "პირველებმა" გაარკვია, 50 წლამდე კაცს სხეულზე ბასრი საგნით მიყენებული რამდენიმე ჭრილობა აღენიშნება. 

ერთ-ერთი ვერსიით, საზარელ დანაშაულს მოკლულის გერი შეესწრო. ადგილობრივები ამბობენ, რომ ცოლ-ქმრის მიერ 1 წლის წინ ნაქირავები სახლიდან ყვირილის ხმა დღეს, გამთენიისას გაიგეს, რამდენიმე წუთში კი ადგილზე საპატრულო და სასწრაფო დახმარების ბრიგადები გამოჩნდნენ. 

ერთ-ერთი ვერსიით, 112-ში დახმარება ქალმა ითხოვა, ადგილზე გვამის აღმოჩენის შემდეგ კი პოლიციამ ხელბორკილები მოკლულის ცოლს დაადო. 

ბარათაშვილის ქუჩის მცხოვრებლები ვერ ამბობენ, რა გახდა სასტიკი მკვლელობის მოტივი, მათი თქმით, ცოლ-ქმართან ახლო ურთიერთობა არ ჰქონიათ.

უცნობია, აღიარებს თუ არა ქალი ქმრის სასტიკ მკვლელობას.  

შინაგან საქმეთა სამინისტროში tv pirveli.ge-ს უთხრეს, რომ გამოძიება სსკ-ს 11 პრიმა 109-ე მუხლით დაიწყო, რაც ოჯახის წევრის მიერ სხვა წევრის დამამძიმებელ გარემოებებში განზრახ მკვლელობას გულისხმობს.

დილით გავიგეთ, რომ ცოლმა მოკლა ქმარი, მეტი არაფერი ვიცი, არ ვიცნობდით მათ. ხშირად ვხედავდით ერთად, რა გახდა დანაშაულის მოტივი არ ვიცით"- ამბობს ერთ-ერთი ადგილობრივი. 

 ადგილობრივების მონაყოლის თანახმად, ნაქირაცვებ სახლში სამი პირი, ცოლ-ქმარი და ახალგაზრდა ბიჭი ცხოვრობდა. 

კივილის ხმა გავიგე, შორიდან ვიცნობდი, ახლობლობა არ მქონია, დღეს დილით მითხრეს, რომ შენი მეზობელი მოკლესო"- თქვა კიდევ ერთმა მეზობელმა. 

მსგავსი სიახლეები