არ გამოვრიცხავ, ჩინჩალაძეც საუბრობდეს "ოცნებასთან" ძალიან კატეგორიული ტონით - გიგაური
"საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს" აღმასრულებელი დირექტორი ეკა გიგაურიარ გამორიცხავს, რომ სასამართლო კლანი "ოცნებასთან" კატეგორიულად საუბრობდეს და სწორედ ამას უკავშირდებოდეს მმართველი გუნდის კატეგორიული ტონი ამერიკის მიმართ მოსამართლეების დასანქცირებასთან დაკავშირებით.
არ გამოვრიცხავ იმას, რომ თვითონ ბატონი ჩინჩალაძეც საუბრობს მათთან ძალიან კატეგორიული ტონით, იმიტომ, რომ დარწმუნებული ვარ ბევრი რამ აქვს შესრულებული მათი დავალებები. მიიღეს სასჯელი და ჯერჯერობით არავის მიუღია სასჯელი "ქართული ოცნებიდან" - განაცხადა ეკა გიგაურმა.
შეგახსენებთ, რომ "ქართული ოცნება" ამერიკის შეერთებულ შტატებს მიმართავს და ქართველი მოსამართლეებისთვის სანქციების მოხსნას ითხოვს.