მართავენ თუ არა ციხეებს კრიმინალური ავტორიტეტები? - ომბუდსმენის მოყვანილი ფატები "ოცნებისთვის" მიუღებელია
მართავენ თუ არა ციხეებს ადმინისტრაციის ნაცვლად კრიმინალური ავტორიტეტები? - სახალხო დამცველის ანგარიშში მოყვანილი ფატები "ქართული ოცნებისთვის" მიუღებელია.
მმართველი პარტია ლევან იოსელიანის შენიშვნებს არ იღებს და ამტკიცებენ რომ ქვეყანაში პატიმრების უფლებები დაცულია. ხელისუფლებისთვის მიუღებელია ანგარიშის ის ნაწილიც სადაც ომბუდსმენი ადამიანის უფლებების დარღვევაზე, ჟურნალისტების და სამოქალაქო აქტივისტების დევნაზე საუბროს.
ვინც არ უნდა განაცხადოს ეს, ჩემთვის მიუღებელი იქნება, რომ დღეს საქართველოში რაიმე ტიპის შეზღუდვებია დაწესებული. მათ შორის სიტყვის, გამოხატვის თავისუფლების და ადამიანის უფლებების მიმართულებით. მეჩვენება, რომ 2004-12 წლებს აფასებს ბატონი ლევან იოსელიანი. წარმოუდგენელია საუბარი იმაზე, რომ დღეს პენიტენციურ სისტემაში არის გაუსაძლისი (პირობები). ასეთი შეფასება არავისგან მოგვისმენია. მინდა, მჯეროდეს, რომ ახლა თქვენ (ჟურნალისტს) სხვა დოკუმენტი გიჭირავთ ხელში და ალბათ ეს არის სოზარ სუბარის დროინდელი დასკვნა, რომელიც ასევე შეეხებოდა პენიტენციურ სისტემას 2004-12 წლებში" - აცხადებს ბექა ოდიშარია.