ენმ: გამსხვილებას არ გამოვრიცხავთ

02.04.24 16:43
ენმ: გამსხვილებას არ გამოვრიცხავთ

"ნაციონალური მოძრაობა" გადამწყვეტი არჩევნების წინ გამსხვილებას არ გამორიცხავს. ეს განცხადება "ტვ პირველთან"  საუბრისას ლევან ხაბეიშვილმა გააკეთა, თუმცა "ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარე გვარებს ჯერ  არ ასახელებს.

ჩვენ ისედაც გვაქვს გამარჯვების კოალიცია, ჩვენ ისასედაც ვემზადებით გამარჯვებისთვის. რაც შეეხება კონკრეტულ ადამიანების მატებას გამარჯვების კოალიციაში, მხოლოდ მივესალმებით. დაველოდოთ მოვლენების განვითარებას"- უთხრა "ტვ პირველს" ენმ-ს თავმჯდომარემ. 

მედიის ინტერესი ამ თემაზე მას შემდეგ გაჩნდა, რაც კულუარბში გავრცელდა ინფორმაცია, რომ შესაძლოა, პარტიის მმართველ ორგანოში, ანუ ბორდოში ხატია დეკანოიძე დაბრუნდეს, თუ ამ ბორდის თავმჯდომარე პარტიის მოქმედი წევრი, კობა ნაყოფია იქნება.

ბორდის შესაძლო განახლების თემაზე კომენტირებისას ხაბეიშვილმა თქვა, რომ ნებისმიერი შესაძლო ცვლილების შესახებ საზოგადოებას ინფორმაცია ექნება: 

(შეიძლება თუ არა ვიხილოთ, კობა ნაყოფია ბორდის თავმჯდომარედ ან ბორდში - ჟურნალისტი)  ამ დროსითვის ნაციონალური მოძრაობა არის ძალიან ძლიერი გუნდი. ნაციონალური მოძრაობა არის გამარჯვების კოალიციაში, ვაპირებთ გამარჯვებას ქართველი ხალხის სასიკეთოდ. რაც შეეხება ბორდს, რაც შეეხება კონკრეტული ადამიანების დამატებას, რაც შეეხება იმას, რა ფორმით, რა სტრატეგიით გავალთ, ეს საზოგადოებას ეცოდინება"- დასძინა მან. 

დამაზუსტებელ შეკითხვაზე, აქვს თუ არა მიხეილ სააკაშვილს კომუნიკაცია კობა ნაყოფიასთან, ენმ-ს თავმჯდომარე ამბობს: 

კომუნიკაცია ზოგადად, ყველა ადამიანს გვაქვს. ერთმანეთთან ვსაუბრობთ სხვადასხვა საკითხებზე და ეს ნორმალურია. 

რაც შეეხება ხატია დეკანოიძეს, დეპუტატმა  დღეს "პირველებს"  უთხრა, რომ ის ახალი, ახალგაზრდული მოძრაობის დაფუძნებას გეგმავს. "პირველების" კითხვაზე, გამორიცხავს თუ არა "ნაციონალურ მოძრაობაში" დაბრუნებას, "ევროოპტიმისტების" ლიდერი ამბობს: 

საერთოდ, მჯერა იედეური, გაერთიანებების. გამოვრიცხავ ზოგადად ნებისმიერ პოლიტიკურ პარტიაში მისვლას. ეს შემიძლია, ამ ეტაპზე გითხრათ. 

აქტიურად ვმუშაობ სხვადასხვა ადამიანებთან ერთად, ახალი, ახალგაზრდული პლატფორმის ჩამოყალიბების კონონტექტსში" - აცხადებს დეკანოიძე. 

მსგავსი სიახლეები