ქმრის მკვლელობის ბრალდებით დაკავებულ 29 წლის ქალს 20 წლამდე ან უვადო პატიმრობა ემუქრება

02.04.24 16:59
ქმრის მკვლელობის ბრალდებით დაკავებულ 29 წლის ქალს 20 წლამდე ან უვადო პატიმრობა ემუქრება

სასტიკი მკვლელობა სამტრედიაში - ქმრის მკვლელობის ბრალდებით დაკავებული ქალი 29 წლისაა. მას ოჯახის წევრის მიმართ დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილი განზრახ მკვლელობის ბრალდებით დადეს ხელბორკილები. 

საქმის მასალების თანახმად, ქალმა 36 წლის ქმარი ცივი იარაღის გამოყენებით სასიკვდილოდ დაჭრა. 

დაჭრილი მამაკაცი მიყენებული დაზიანებების შედეგად ადგილზე გარდაიცვალა.

საქმეზე ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებებისა და ოპერატიული ღონისძიებების შედეგად, პოლიციამ ნ.ხ. ცხელ კვალზე დააკავა.

სამართალდამცველებმა დანაშაულის ჩადენის იარაღი - დანა ნივთმტკიცებად ამოიღეს” - აცხადებს შსს.

გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 11 პრიმა 109-ე მუხლის "კ" ქვეპუნქტით მიმდინარეობს, რაც ოჯახის წევრის მიმართ დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილ განზრახ მკვლელობას გულისხმობს.

დანაშაული 16-დან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

მსგავსი სიახლეები