ქუთაისში, „საქართველოს ფოსტის“ შენობაში ხანძარი გაჩნდა

03.04.24 10:37
ქუთაისში, „საქართველოს ფოსტის“ შენობაში ხანძარი გაჩნდა

ძლიერი ხანძარია ქუთაისში - "პირველების" კორესპოდენტის ცნობით, ცეცხლი თამარ მეფის ქუჩაზე მდებარე კულტურული მემკვიდრეობის ძეგლს გაუჩნდა. 

ისტორიულ შენიბაში განთავსებულია "საქართველოს ფოსტაც".  ცეცხლი შენობის მეორე სართულზე იყო, რომელიც უფუნქციოდაა დარჩენილი. ადგილზე სამაშველო სამსახურის წარმომადგენლები იმყოფებიან. 

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, ცეცხლის ლიკვიდაცია დროულად მოხდა და პირველ სართულზე, სადაც „საქართველოს ფოსტა“ ფუნქციონირებს, არ გადასულა. შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.

ხანძრის გამომწვევი მიზეზი, უცნობია.

მსგავსი სიახლეები