WP: აშშ რუსეთს ტერაქტზე აფრთხილებდა

03.04.24 10:45
WP: აშშ რუსეთს ტერაქტზე აფრთხილებდა

შტატებმა რუსეთის ხელისუფლება 6 მარტს მომხდარი ტერაქტების შესახებ წინასწარ გააფრთხილა-თუმცა პუტინის რეჟიმმა არ დაიჯერა. ინფორმაციას  თეთრი სახლის  ინფორმირებულ წარმომადგენლებზე დაყრდნობითWashington Post ავრცელებს. გამოცემა წერს, რომ  ვაშინგტონი დარწმუნებული იყო, რომ ტერორისტული ორგანიზაცია „ისლამური სახელმწიფო“ ამ თავდასხმას  ამზადებდა და ეს გზავნილი რუსეთის ხელისუფლებამ მათგან მიიღო.

კრასნოგორსკში მდებარე საკონცერტო დარბაზზე 22 მარტს მომხდარი თავდასხმის შემდეგ, თეთრი სახლის წარმომადგენლებმა რამდენჯერმე საჯაროდ განაცხადეს, რომ რუსეთის ხელისუფლება მოსალოდნელი ტერაქტის შესახებ გააფრთხილეს, თუმცა შეტყობინების დეტალები არ დაუკონკრეტებიათ.

ცნობისთვის, რუსეთში, საკონცერტო დარბაზ "კროკუს სითი ჰოლზე" თავდასხმის შემდეგ დაკავებული ჩეჩენი, ასხაბ უსპანოვი დაკავებიდან რამდენიმე საათის შემდეგ, პოლიციის განყოფილებაში დაიღუპა. 

 

 

მსგავსი სიახლეები