ან გავხდებით რუსეთის უკანა ეზო, ან ვაგრძელებთ ბრძოლას - ქალი ევროკავშირის დროშით

03.04.24 13:38
ან გავხდებით რუსეთის უკანა ეზო, ან ვაგრძელებთ ბრძოლას - ქალი ევროკავშირის დროშით

მარტის აქციების სიმბოლო, ქალი ევროკავშირის დროშით ხელში, "ქართული ოცნების" მიერ რუსული კანონის ხელახლად დაინიცირებას ეხმაურება.

ნანა მალაშხია პირდაპირ აცხადებს, რომ საქართველო ქართველ ხალხს ეკუთვნის, ამიტომ ისინი თავგანწირულ ბრძოლას გამარჯვებამდე გააგრძელებენ.

ან გავხდებით რუსეთის უკანა ეზო ან ვაგრძელებთ ბრძოლას ქვეყნის განვითარებისთვის, ევროინტეგრაციისთვის!  ეს ქვეყანა ჩვენია და არა უსამშობლოების ! გავიმარჯვებთ" - წერს ნანა მალაშხია.

შეგახსენებთ, რომ საპარლამენტო უმრავლესობა რუსულ კანონს პარლამენტში კვლავ დააინიცირებს.

ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, მამუკა მდინარაძემ პარტიის ოფისში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

მსგავსი სიახლეები