"ოცნება" სადაო რუსული სტილის "უცხოური აგენტების" კანონს აბრუნებს - რას წერს POLITICO

03.04.24 15:11
"ოცნება" სადაო რუსული სტილის "უცხოური აგენტების" კანონს აბრუნებს - რას წერს POLITICO

"ოცნების" მიერ "რუსული კანონის" დაბრუნების ინიციატივა - გამოცემა POLITICO  წერს, რომ მთავრობა აცოცხლებს საკამათო განაცხადს, რომელიც საქველმოქმედო ორგანიზაციებს, ოპოზიციურ მედიასაშუალებებს და იმ ჯგუფების წევრებს, რომლებიც საჯარო პოლიტიკაზე გავლენის მოხდენას ცდილობენ, უცხოური გავლენის აგენტებად ასახელებს.

გამოცემა აღნიშნავს, რომ ეს ხდება ერთი წლის შემდეგ, რაც მასობრივი საზოგადოებრივი პროტესტის ფონზე ამ წინადადებაზე მმართველმა გუნდმა უარი თქვა.

"პოლიტიკო" ასევე წერს, 2023 წლის მარტის აქციებზე და აღნიშნავს, რომ პოლიციამ კი ცრემლსადენი გაზი და სპეცრაზმი გამოიყენა დემონსტრანტების დასაშლელად. 

გამოცემა ხაზგასმით აღნიშნავს, რომ რუსეთმა მსგავსი ზომები გამოიყენა ხელისუფლების მიმართ კრიტიკული სამოქალაქო საზოგადოების ჯგუფების გასანადგურებლად.

სტატიაში ასევე მოყვანილია ჯოზეფ ბორელის განაცხადება, რომელმაც საქართველოს პირდაპირ უთხრა, რომ ეს კანონი  "შეუსაბამო იქნება ევროკავშირის ღირებულებებთან და სტანდარტებთან" და "ეწინააღმდეგება საქართველოს გაცხადებულ მიზანს ევროკავშირში გაწევრიანებასთან დაკავშირებით".

POLITICO ესაუბრა ეკა გიგაურს, "საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს" დირექტორს.

„ჩვენ არ ვაპირებთ საკუთარი თავის სტიგმატიზაციას და ამ ნიშნის დარეგისტრირებას "ჩვენ ჯაშუშები ვართ", რადგან ჩვენ თავს პატრიოტებად მივიჩნევთ, რომლებიც ყველაფერს აკეთებენ იმისათვის, რომ ეს ქვეყანა უკეთესი გახდეს", - განუცხადა ეკა გიგაურმა POLITICO-ს.

სტატიაში ასევე მოყვანილია Human Rights Watch-ის ანალიზი, რომელიც ამბობდა, რომ როდესაც კანონი პირველად იყო შემოთავაზებული, ის ითვალისწინებდა დარღვევებზე ადმინისტრაციულ და სისხლის სამართლებრივ პასუხისმგებლობას.

შეგახსენებთ, რომ საპარლამენტო უმრავლესობა რუსულ კანონს პარლამენტში კვლავ დააინიცირებს.

ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, მამუკა მდინარაძემ პარტიის ოფისში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

მსგავსი სიახლეები