თანამდებობებზე დანიშვნა ნეპოტიზმით და სანათესაო სასამართლოში - TI მოსამართლის კეთილსინდისიერების შემოწმების აუცილებლობაზე საუბრობს
უზენაესი სასამართლოს მოსამართლე და იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრი, ლევან თევზაძე კეთილსინდისიერების შემოწმების მექანიზმს უნდა დაექვემდებაროს - ინფორმაციას საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველო ავრცელებს.
TI ნეპოტიზმის შესაძლო ფაქტებზე საუბრობს.
მნიშვნელოვანი შეიქმნას ევროკომისიის რეკომენდაციით გათვალისწინებული კეთილსინდისიერების შემოწმების დროებითი მექანიზმი, რათა გამოიკვლიოს კონკრეტულ შემთხვევებში თანამდებობებზე დანიშვნა ნეპოტიზმის ანდა გავლენების გამოყენების გზით ხომ არ მომხდარა.
ევროკომისიის რეკომენდაციის თანახმად, ლევან თევზაძე, როგორც უზენაესი სასამართლოს მოსამართლე და იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრი, კეთილსინდისიერების შემოწმების მექანიზმს უნდა დაექვემდებაროს"- წერია განცხადებაში.
სანათესაო სასამართლოშო:
TI-ის ინფორმაციით:
- ლევან თევზაძის და, ლანა თევზაძე საერთო სასამართლოების დეპარტამენტის მთავარი სპეციალისტია.
- თევზაძის სიძეა აშშ-ის მიერ სანქცირებული ირაკლი შენგელია, ესუკანასკნელი სააპელაციო სასამართლოს თავმჯდომარის მოადგილეა.
- თავის მხრვ, ირაკლი შენგელიას და, თინათინ შენგელია სამტრედიის სასამართლოს თანამშრომელია.
- სააპელაციო სასამართლოს თავმჯდომარის მოადგილის დისშვილი სალომე კაცაძეთბილისის საქალაქო საქალაქო სასამართლოს ყოფილი თანამშრომელია.
- ირკვევა, რომ კაცაძის ქმარი, ქართული ოცნების ლიდერი, ალუდა ღუდუშაურია.
რატომ არის აუცილებელი მოსამართლეების შემოწმება?! - ამ თემაზე ვრცელი ჟურნალისტური გამოძიება "შაბათის ეთერმა" ჩაატარა.