ქურდული გარჩევები და 8 დაკავებული - აფარებს თუ არა "ოცნება" ხელს "კრიმინალურ ავტორიტეტს" ნოდარ შუკაკიძეს
"ქართული ოცნების" ახლო გარემოცვის წევრი ნოდარ შუკაკიძე, იგივე ნოდო გლდანსკი ბიზნესდავებს ქურდული გარჩევებით აგვარებდა. ის ერთ-ერთი ე.წ. კანონიერი ქურდია, რომელსაც მოქალაქეებმა 130 ათასი ლარის ამოღების თხოვნით მიმართეს. ნოდარ შუკაკიძე და მასთან ერთად ნიკა გითოლენდია საქმეს სკაიპის საშუალებით აგვარებდნენ. ვიდეო თვალით გარჩევებში ერთვებოდნენ და ერთ-ერთ მხარეს თანხის გადახდა დააკისრეს.
დაკავებულია კრიმინალურ სამყაროსთან კავშირში მხილებული რვა პირი, რომლებსაც ათი წლით პატიმრობა ემუქრებათ. თუმცა ე.წ. კანონიერი ქურდებისთვის, მათ შორის, შუკაკიძისთვის ბრალი არ წაუყენებიათ. ჩნდება ეჭვი, რომ კრიმინალური ავტორიტეტი, რომელიც არჩევნებზე "ოცნების" დასაყრდენია, ხელისუფლების მფარველობით სარგებლობს. მისი სახელი და გვარი ოპოზიციონერ დეპუტატ, ირაკლი ეძგვერაძეზე თავდასხმის საქმეშიც ფიგურირებს, როცა საკრებულოს წევრს ჩაუსაფრდნენ და სისხლიანი გარჩევა საკუთარ საცხოვრებელ სახლთან მოუწყვეს.
ვრცლად ნახეთ სოფო ნიაურის რეპორტაჟში.