ევაკუაცია დადიანების სასახლიდან - ადგილზე ბომბს ეძებდნენ (ფოტოები)

04.04.24 15:29
ევაკუაცია დადიანების სასახლიდან - ადგილზე ბომბს ეძებდნენ (ფოტოები)

ამ წუთებში ზუგდიდში, დადიანების სასახლეში პოლიცია და კინოლოგები არიან მობილიზებულები - "პირველების" ინფორმაციით, მიზეზი ანონიმური შეტყობინება გახდა.

უცნობი პირი ამტკიცებდა, რომ ისტორიულ შენობაში ბომბი იყო. საჭირო გახდა მოქალაქეების და ადგილზე მყოფი პერსონალის ევაკუაცია.

როგორც "პირველების" კორესპონდენტს ადგილზე უთხრეს, შეტყობინება ცრუ აღმოჩნდა, შესაბამისად სამართალდამცავები ტერიტორიას უახლოეს წუთებში დატოვებენ.

მსგავსი სიახლეები