ქურდული გარჩევების მოწყობაში ბრალდებული პირები მოსამართლემ პატიმრობაში გაუშვა
ე.წ. ქურდული გარჩევების მოწყობაში ბრალდებული პირები, მოსამართლემ პატიმრობაში გაუშვა. სასამართლო პროცესზე, რვა ეჭვმიტანილიდან, დუმილი არც ერთს დაურღვევია.
გამოძიების ინფორმაციით, რომ ე.წ. გარჩევები კასპის დახმარებით ტარდებოდა. ბიზნესმენი, რომელიც საბოლოოდ ბრალდებულად იქცა, მეწილისგან 130 ათასი ლარის ამოღებას არაკანონიერი გზით ცდილობდა. საბრალდებო სკამზე ამ დრომდე არ ზის ე.წ. კანონიერი ქურდი ნოდარ შუკაკიძე, რომელიც "ქართული ოცნების" ახლო გარემოცვის წევრად და ამ საქმის მთავარ ფიგურანტად ითვლება.