პროტესტი სცენიდან - "ოცნებამ" მსახიობების დაშინება სამხატვრო ხელმძღვანელების ხელით დაიწყო

11.04.24 13:00
პროტესტი სცენიდან - "ოცნებამ" მსახიობების დაშინება სამხატვრო ხელმძღვანელების ხელით დაიწყო

"ქართული ოცნება" მსახიობების პროტესტით შეშინებულია და მუსკომედიის თეატრის სცენიდან რუსული კანონის წინააღმდეგ გაკეთებული განცხადებების შემდეგ, მსახიობების დაშინება დაიწყო.

პროტესტით შეშინებული ხელისუფლება საბჭოთა ცენზურის სტილში ამოქმედდა, თავისუფალი ადამიანების თავისუფალი ხმა ახლა სასწრაფოდ ყველა ფორმით უნდა ჩაახშონ.

ასპარეზზე ხელისუფლებასთან დაახლოებული თეატრების სამხატვრო ხელმძღვანელები გამოდიან.

თუ ხვალ რომელიმე მსახიობი იგივეს გაბედავს, სცენიდან ყურით გამოვათრევ - აანონსებს ოზურგეთის თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელი.

ვასილ ჩიგოგიძემ ჯერ საჯარო პოსტი მიუძღვნა ვასო აბაშიძის თეატრის სახელმწიფო თეატრის პერფომანსს რუსული კანონის  წინააღმდეგ, შემდეგ კი "პირველებთან" თქვა, რომ თუკი ოზურგეთის თეატრში რომელიმე მსახიობი იგივეს გაბედავს, პირადად დასჯის ამ ადამიანებს.

ხვალ ვიღაცამ რომ მოინდომოს ჩემი სცენიდანაც იგივე გაიმეროს, რას ვიზამ და გავალ სცენაზე, ყურში წავავლებ ხელს და გამოვათრევ ხელს. ეს არ არის საკუთარი აზრი, ეს არის პოლიტიკური მოწოდება. ჩემთვის ეს იყო ძალიან ცუდი, შემაშფოთებელი ფაქტი. არაფერი რუსული მასში არ არის. ეს არის სუფთა ევროპული. მე სცენიდან ვიცი მხოლოდ ერთი რამ. ვინც კეთილ საქმეს აკეთებს თეატრისთვის მადლობა გადავუხადო", - ამბობს ჩიგოგიძე.

ჩიგოგიძე ამბობს, რომ მას სცენიდან "ოცნებისთვის" მადლობა არასოდეს უთქვამს და არც ხელისუფლების მხარდამჭერი განცხადებები გაუკეთებია.

არასოდეს არ მითქვამს. მე მითქვამს მადლობა ფონდ "ქართუს", მადლობა ბატონ ბიძინას, მადლობა თეა წულუკიანს. მე უკანა კარიდან არავინ არ გამიპარებია, არც ტეა წულუკიანი. დაცვამ გააპარა თუ ვინ, ეს ჩემი საქმე არ არის", - ამბობს ვასილ ჩიგოგიძე. 

ჩიგოგიძე არის ადამიანი, რომელიც ყველა ხელისუფლების დროს მაღალ თანამდებობაზე იყო. შევარდნაძის ხელისუფლების პირობებშ იყო გამგებლის მოადგილე. 2012 წელს, არჩევნებამდე რამდენიმე დღით ადრე მას ვარსკვლავიც კი გაუხსნა. "ოცნების" პირობებში ის საკრებულოს დეპუტატი იყო. 

რაც შეეხება, ოზურგეთის თეატრის მსახიობებს, ისინი ვასილ ჩიგოგიძის მუქარაზე არაფერს ამბობენ, მედიასთან არ ჩნდებიან, თუმცა "პირველებმა" მოახერხა და ჩაწერა ერთი მსახიობი ზაზა ჯინჭარაძე, რომელიც ამბობს, რომ რუსული კანონის შესახებ საერთოდ არაფერი იცის.

არ წამიკითხავს ეს კანონი, ჩემდა სამწუხაროდ. გავეცნობი და შემდეგ მოგახსენებთ ჩემს აზრს. არც შარშან წამიკითხავს. არ არის ეს ჩემი საქმე. ჩემი საქმეა სპექტაკლების თამაში. კომენტარს არ ვაკეთებ", - ამბობს ზაზა ჯინჭარაძე.

პროტესტი სცენიდან მუსიკისა და დრამის თეატრში - "საშინელი საშიშროების წინაშე ვართ სულ ყველა“  -  ამ სიტყვებით დაამთავრეს სპექტაკლი „მეფე ლირი“  მუსკომედიის თეატრის  მსახიობებმა,  რასაც დარბაზში ოვაციები და ტაში მოჰყვა.  

მსგავსი სიახლეები