8 წლის გოგოს გაუპატიურების ბრალდებით არასრულწლოვანი დააკავეს - რა მოხდა სამეგრელოში
საზარელი შემთხვევა სამეგრელოში - 8 წლის გოგოს გაუპატიურების ბრალდებით ერთი ადამიანი დააკავეს. არსებული ინფორმაციით, დაკავებული 15 წლის მოსწავლეა.
"პირველების" ინფორმაციით, პოლიციამ არასრულწლოვანი 4 აპრილს დააკავა. ის სასამართლომ წინასწარპატიმრობაში უკვე გაუშვა.
"პირველებმა" გაარკვია, რომ დანიშნულია შესაბამისი ექსპერტიზები.
მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 137-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც გაუპატიურებას გულისხმობს.