თბილისის მოსახლეობის 83% 5 ივლისს ჟურნალისტების მიმართ განხორციელებულ ძალადობას გმობს - "სონარის" კვლევა

09.07.21 19:59
თბილისის მოსახლეობის 83%  5 ივლისს ჟურნალისტების მიმართ განხორციელებულ ძალადობას  გმობს - "სონარის" კვლევა

თბილისის მოსახლეობის 83%   5 ივლისს ჟურნალისტების მიმართ განხორციელებულ ძალადობას  გმობს. ეს შედეგები  "სონარის" კვლევამ აჩვენა. კვლევის მიხედვით, თბილისის მოსახლეობის 6% არ გმობს მოხმდარ ძალადობას, ხოლო გამოკითხულთა  1% საერთოდ არ მიიჩნევს, რომ 5-6 ივლისს რაიმე ძალადობა მოხდა. გამოკითხულთა 10 % პასუხობს, რომ არ არის ინფორმირებული.

რაოდენობრივი კვლევა "სამოქალაქო პოზიცია და ემოციები თბილისის მოსახლეობაში"  "სონარის" მიერ 7 ივლისს ჩატარდა.რესპოდენტები  სატელეფონო ინტერვიუს მეთოდით გამოიკითხნენ. შერჩევის მეთოდი - სტრატიფიცირებული მარტივი შერჩევითი;  გენერალური ერთობლიობა -  847 970 თბილისის მოსახლეობა 18 წელს ზემოთ.კვლევისთვის სულ 502 ადამიანი გამოიკითხა. ცდომილება 3.1%-ია. 

 

 

 

მსგავსი სიახლეები