"შაბათის ეთერმა" წამებაში მხილებული პოლიციელის ჩვენება მოიპოვა
მოქალაქეების წამება ქობულეთის პოლიციის განყოფილებაში - "შაბათს ეთერმა" განსაკუთრებული სისასტიკით გამორჩეული ყოფილი პოლიციელის ბექა კუხალაშვილის დაკითხვის აუდიო ჩანაწერი მოიპოვა. კუხალაშვილი ფიცის ქვეშ ამტკიცებს, რომ კადრებში, რაც მთელმა საქართველომ ნახა, ის არ არის.
- ბექა კუხალაშვილის ჩვენება: განჩინებას რაც შეეხება, არის მხოლოდ ერთ ინფორმაციულ პატაკზე დამყარებული, რომელ ინფორმაციულ პატაკსაც წერს თანამშრომელი. რომელიც მე პირადად არ მიცნობს - საერთოდ შეხებაც არ გვქონია ერთმანეთთან, ალბათ ნანახიც არ ვყავარ.
- ჩვენთვის უცნობია ის დანაშაული რასაც გვედავება პროკურატურა. მუშაობა დავიწყე 18 წლის ასაკში და მას მერე პირნათლად ვასრულებ. ვერავინ ვერ იტყვის და ჩემს პირად საქმეშიც არის წარმოდგენილი, რომ ერთი სიტყვიერი შენიშვნა არ მიმიღია. რაიმე გადამეტებაზე, სამსახურეობრივ გადამეტებაზე, ან მსგავსს ქმედებაზე, რაც გამორიცხავს მგონი ჩემს მსგავსს ხასიათს.
გენ ინსპექციის ინსპექტორის პატაკი, პოლიციელი კუხალაშვილისთვის სანდო არ არის. სასამართლოში 4 წუთის განმავლობაში ის მოსამართლეს უმტკიცებდა, რომ გამოძიებას არ აქვს შესაბამისი მტკიცებულბები, რომელიც მის ბრალს გამოავლენს.
- საქმის მასალების მიხედვით, პოლციელების ვინაობის დაგდნე - ჰაბიდოსკოპიური ექსპერტიზით და ტატუებით მოხდა.
ბექა ხუკალაშვილი ფიცის ქვეშ სასამართლოში ამტკიცებდა, რო დაზარალებული არ ჰყავს, მიე მიერ სასტიკად ნაცემი 24 წლის დავით გეწაძის ბებია კი "საბათის ეთერს" ეუბნება, რომ მისი შვილი სასტიკი ქობულეთიდან ქუთაისში დასისხნიალებული და სასტიკად ნაცემი ჩავიდა.
რასაც ოჯახი არ ყვება, კამერების წინ თავად გეწაძემ აღწერა დაკითხვის დროს - ეს ჩვენება "შაბათის ეთერმა მოიპოვა.
დათო გეწაძის ჩვენება- ვიდეოზე არსებული ჩანაწერი ასახავს რეალურად მომხდარ ფაქტებს. ის არ არის დამონტაჟებული. პოლიციის თანამშრომლებმა იმიტომ განახორციელეს აღნიშნული ფაქტი, რომ თვლიდნენ, რომ მე მოვიპარე ტელეფონი. ჩემგან უნდოდათ მიეღოთ აღიარებითი ინფორმაცია, თუ სად მქონდა ეს ტელეფონი. ვიდეოზე ნაჩვენები ორი პოლიციელის ქმდების შედეგად განვიცადე ფიზიკური ტკივილი.
"შაბათის ეთერმა" გაარკვია, სამ მოქალაქეს წამების საათები ქობელეთის პოლიციაში რუსეთიდან ქობულეთში საცხვრებლად გადმოსული, რუსეთის მოქალაქის ევგენი ელისეევის საჩვირს საფუძველზე მოუწყეს. ელისეევი ქობუილეთის პოლიციას იმ ჯიბის ქურდის დასჯნას სთხოვდა, ვინც მას ტელეფონო ამოაცალა .