გამოკითხულთა 70% ფიქრობს, რომ 5 ივლისს მედიის მიმართ ძალადობაზე პასუხისმგებელი ხელისუფლებაა - კვლევის შედეგები

09.07.21 20:12
გამოკითხულთა 70% ფიქრობს, რომ 5 ივლისს მედიის მიმართ ძალადობაზე პასუხისმგებელი ხელისუფლებაა - კვლევის შედეგები

"სონარის" კვლევის შედეგების მიხედვით, თბილისის მოსახლეობის 70% ფიქრობს, რომ 5 ივლისს მედიის წარმომადგენლების მიმართ განხორციელებულ ძალადობაზე პასუხისმგებელი ხელისუფლებაა. გამოკითხულთა 12% მიიჩნევს, რომ ძალადობაზე პასუხისმგებელი კონტრაქციის მონაწილეები და ორგანიზატორები არიან, 8%-ის აზრით კი - "თბილისი პრაიდის" ორგანიზატორები და მხარდამჭერი ორგანიზატორები. 

გამოკითხულთა 6% პასუხისმგებლობას საპატრიარქოს აკისრებს. 4% კი თვლის, რომ მედიის წარმომდგენლების მიმართ განხორციელებულ ძალადობაზე პასუხისმგებელი თავად მედიასაშუალებები არიან. 

გამოკითხულთა ყველაზე მცირე ნაწილი, 2% პასუხისმგებლობას ოპოზიციას აკისრებს. 

რაოდენობრივი კვლევა "სამოქალაქო პოზიცია და ემოციები თბილისის მოსახლეობაში"  "სონარის" მიერ 7 ივლისს ჩატარდა.რესპოდენტები  სატელეფონო ინტერვიუს მეთოდით გამოიკითხნენ.  შერჩევის მეთოდი - სტრატიფიცირებული მარტივი შერჩევითი; გენერალური ერთობლიობა -  847 970 თბილისის მოსახლეობა 18 წელს ზემოთ. კვლევისთვის სულ 502 ადამიანი გამოიკითხა. კვლევისთვის სულ 502 ადამიანი გამოიკითხა. ცდომილება 3.1%-ია.