თბილისის მოსახლეობის უმრავლესობას თანასწორ გარემოში სურს ცხოვრება - "სონარის" კვლევა
"სონარის" კვლევის მიხედვით, თბილისის მოსახლეობის უმრავლესობას თანასწორ გარემოში სურს ცხოვრება. კითხვაზე - როგორ საქართველოში გსურთ,რომ იცხოვროთ თქვენ და თქვენმა შვილებმა 67% პასუხობს, რომ ისეთ გარემოში სურს ცხოვრება, სადაც ნებისმიერი ეროვნების, ენის, რელიგიის, სექსუალური ორიენტაციის, პოლიტიკური და სხვა შეხედულებების მქონე ადამიანი თანაბარი უფლებებით სარგებლობს. 18% პასუხობს, რომ სურს ისეთ გარემოში იცხოვროს, სადაც "ჰომოსექსუალური ურთიერთობები" კანონით აკრძალულია.
15%-ს პასუხობს, რომ უჭირს კითხვაზე პასუხის გაცემა. კვლევის შედეგები "სონარმა" ტვ პირველს მიაწოდა.
რაოდენობრივი კვლევა "სამოქალაქო პოზიცია და ემოციები თბილისის მოსახლეობაში" "სონარის" მიერ 7 ივლისს ჩატარდა.რესპოდენტები სატელეფონო ინტერვიუს მეთოდით გამოიკითხნენ. შერჩევის მეთოდი - სტრატიფიცირებული მარტივი შერჩევითი; გენერალური ერთობლიობა - 847 970 თბილისის მოსახლეობა 18 წელს ზემოთ. კვლევისთვის სულ 502 ადამიანი გამოიკითხა.ცდომილება 3.1%-ია.