აქცია ივანიშვილის სასტუმროსთან - "პარაგრაფი" პოლიციელების ალყაშია

03.05.24 20:05
აქცია ივანიშვილის სასტუმროსთან - "პარაგრაფი" პოლიციელების ალყაშია

 

 

ივანიშვილის "პარაგრაფი" პოლიციელების ალყაშია. სამართალდამცველები რუსული კანონის მოწინააღმდეგეებს ოლიგარქის სასტუმროს შესასვლელთან მიახლოების საშუალებას არ აძლევენ. პროტესტი რამდენიმე დღეა უკვე გასცდა რუსთაველის გამზირს და სხვა მასშტაბზე გავიდა. აქციის მონაწილეების ხმა ისმის ყველგან და ეს "ოცნებისთვის" დიდი  თავისტკივილია.

სასტუმრო "პარაგრაფი" ხელისუფლებისა და აზიის განვითარების ბანკის პრეზიდენტის შეხვედრას მასპინძლობს. ჯერ უცნობია კონკრეტულად ვინ მივიდა "ოცნებიდან", თუმცა   უხერხულობის თავიდან აცილების  მიზნით, მთავრობამ თავი დაიზღვია და დიდი რაოდენობით პოლიციელი სასატუმროსთან მიიყვანა. დამატებითი სათვალთვალო კამერებიც კი დაამონტაჟეს და მიმდებარე ქუჩებიც  გადაკეტეს.

ვრცლად ნახეთ ინა ცარციძის რეპორტაჟში. 

მსგავსი სიახლეები