რუსთაველის გამზირზე ხმაური და დაპირისპირებაა - სპეცრაზმელებმა ქაფი გაუშვეს
რუსთაველის გამზირზე ხმაური და დაპირისპირებაა - ჭიჭინაძის ქუჩაზე მშვიდობიანი აქციის მონაწილეებსა და სპეცრაზმელებს შორის სიტუაცია უკიდურესად დაიძაბა.
სამართალდამცველები მოქალაქეებს ფიზიკურად გაუსწორდნენ და სპეცდანიშნულების კორდონში ძალის გამოყენებით შეათრიეს.
"პირველების" კორესპონდენტის ცნობით, სავარაუდოდ, ორ ადამიანს დაადეს ხელბორკილები.
ასევე, სპეცდანიშნულების რაზმებმა გაურკვეველი სახის მასა, სავარაუდოდ, ქაფი გაუშვეს.