აქციის მონაწილეები "ოცნების" ოფისთან მივიდნენ - ადგილზე პოლიციაა მობილიზებული
"ქართული ოცნების" ოფისთან პოლიციის უპრეცედენტო მობილიზებაა - პოლიციელები ივანიშვილის პარტიის ოფისთან მას შემდეგ გადაისროლეს, რაც აქციის მონაწილეები საპროტესტო მსვლელობით როსტომ მეფის სასახლისკენ დაიძრნენ.
ახალგაზრდები პოლიციის ცოცხალი ჯაჭვის წინ განლაგდნენ:
"გადმოდით ხალხის მხარეს" - მიმართავენ ისინი პოლიციელებს.