17 მაისი უქმე დღედ გამოცხადდა

16.05.24 10:45
 17 მაისი უქმე დღედ გამოცხადდა

"ოჯახის სიწმინდისა და მშობლების პატივისცემის" დღესთან დაკავშირებით 17 მაისი უქმე დღედ გამოცხადდა. დადგენილებას ხელს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე აწერს. 

დადგენილება არ ვრცელდება საქართველოს ეროვნული ბანკის ზედამხედველობას დაქვემდებარებული პირების წინაშე შესასრულებელ ფინანსურ ვალდებულებებზე. ის ასევე, არ ვრცელდება „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებულ სახელმწიფო შესყიდვებთან დაკავშირებულ საქმიანობაზე.