კანონი რუსული არ არის, ქართულია - ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორი შვილების თაობის წინააღმდეგ
ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორი შვილების თაობის წინააღმდეგ - საგანმანათლებლო დაწესებულებაში მისულ სტუდენტებს, რომლებიც რუსულ კანონს აპროტესტებდნენ, დავით გურგენიძე გამოუვარდა და ახალგაზრდებს უნივერსიტეტის შენობასთან პროტესტის შეწყვეტისკენ მოუწოდა.
რექტორი ჟურნალისტებთან საუბრის დროს ამტკიცებდა, რომ ივანიშვილის გუნდის ინიციატივა არა რუსული, არამედ ქართულია და ამ კანონში ვერანაირ პრობლემას ვერ ხედავს.
"უნივერსიტეტში აკადემიური პროცესის არ შეწყვეტის გადაწყვეტილება ჩემი პოლიტიკური შეხედულების გამო არ მიმიღია" - აცხადებს დავით გურგენიძე "პირველების" კითხვის საპასუხოდ და იქვე დასძენს, რომ გადაწყვეტილება თანამშრომლების პოზიციიდან გამომდინარე მიიღო.
მე სტუდენტების წინააღმდეგ არ წავსულვარ. მე ვალდებული ვარ, რომ სასწავლო პროცესს ორგანიზება გავუკეთო და ვალდებული ვარ, სასწავლო პროცესი არ ჩავშალო. მე მყავს 24 ათასი სტუდენტი. ყველას სხვადასხვა აზრი აქვს და რა ვქნათ. პოლიტიზებულ უნივერსიტეტებთან მე არ მაქვს საუბარი. სად არის რუსული რეჟიმი. არ არის რუსული რეჟიმი. ეს არის ქართული რეჟიმი. კანონი რუსული არ არის, ქართულია. აბა შენც იყვირე. ჩემი პოლიტიკური შეხედულება რა შუაშია. არ ეს არის უნივერსიტეტის მრავალი თანამშრომლის გადაწყვეტილება. ყველა გაფიცული არ არის. ლექციები, კონფერენციები ტარდება და ჩატარდება ", - ამბობს რექტორი.